დიასახლისი
გამოქვეყნდა 17 სექბოლო ვადა: 17 ოქტ
- ანაზღაურება
- 60.00 ₾ / დღე
- ქალაქი
- თბილისი, რეგიონები
- სამუშაო გრაფიკი
- მოძრავი
- ბენეფიტები
- კვებით უზრუნველყოფას · სახლთან ახლოს დასაქმების შესაძლებლობას · უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს
სრული აღწერა
შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა" უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის კვებით მომსახურებას მთელი ქვეყნის მასშტაბით განთავსებულ კვების ობიექტებზე, კომპანიის საქმიანობის მთავარი პრინციპებია — სიზუსტე, პასუხისმგებლობა და ხარისხის სტანდარტების მუდმივი დაცვა.
კომპანია შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა" აცხადებს ვაკანსიას კვების ობიექტზე დიასახლისის პოზიციაზე მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონში.
ძირითადი მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
- დროის მართვის უნარი.
ფუნქცია-მოვალეობები:
- უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება;
- სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და პირადი ჰიგიენის დაცვით, კვების ობიექტის მუდმივ რეჟიმში სუფთა მდგომარეობის უზრუნველყოფა;
- ქიმიური და სარეცხ-საწმენდი საშუალებების ოპტიმალური რაოდენობის განსაზღვრა, შეკვეთა და მათი რაციონალურად ხარჯვა/გამოყენება;
- ქიმიური და სარეცხ-საწმენდი საშუალებების ინსტრუქციების (უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვა, გამოყენების წესის დაცვა და კონტროლი) შესაბამისად გამოყენება;
- HACCP სტანდარტის დაცვა;
- კვების ობიექტის პერიოდულად გენერალური დალაგების წარმოება;
- კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება და ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- პრობლემების გადაჭრის უნარი;
- დისციპლინირებული;
- პუნქტუალური;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- სტრესულ გარემოში მუშაობის გამოცდილება.
ჩვენ გთავაზობთ:
- კვებით უზრუნველყოფას;
- სახლთან ახლოს დასაქმების შესაძლებლობას;
- უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს;
- მეგობრულ გუნდს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- კარიერულ წინსვლას და მზარდ ხელფასს;
- ტრანსპორტით მომსახურებას, აუცილებლობის შემთხვევაში.
სამუშაო გრაფიკი: მოძრავი;
ანაზღაურება: დღეში - 60.00 ლარი (ხელზე ასაღები თანხა).
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@scs.gov.ge ან დაგვიკავშირდით შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 995 32 2 200 122.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
