დიასახლისი
გამოქვეყნდა 16 სექბოლო ვადა: 16 ოქტ
- ანაზღაურება
- 1 100 ₾
- სამუშაო გრაფიკი
- 5 სამუშაო დღე, 2 დღე დასვენება. 10:00 სთ_დან 18:00 სთ_მდე
- კატეგორია
- დასუფთავება
სრული აღწერა
სასტუმრო "Heritage Hotel & Suites" მდებარეობს თბილისის ტურისტულ ცენტში სანკტ-პეტერბურგის ქუჩაზე (მარჯანიშვილის მეტროსთან), იგი აერთიანებს 33 მაღალი კლასის ოთახებსა და ლუქსებს.
ჩვენი მეგობრული და კვალიფიციური გუნდისთვის, ვეძებთ ახალ წევრს დიასახლისის პოზიციაზე.
საჭირო ცოდნა, თვისებები და უნარები:
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- შრომისმოყვარე და ენერგიული.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სასტუმრო ოთახების და საზოგადოებრივი სივრცეების, სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით დალაგება;
- ზოგადი სისუფთავის უზრუნველყოფა.
თქვენ მიიღებთ:
- მეგობრულ და პროფესიონალურ გარემოს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას და კვებას.
- ანაზღაურება 1100 ლარი.
- გრაფიკი: 5 სამუშაო დღე, 2 დღე დასვენება. 10:00 სთ_დან 18:00 სთ_მდე
დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV გამოაგზავნეთ ელფოსტაზე: hr@hotelheritage.ge ელფოსტის სათაურში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება.
გისურვებთ წარმატებას!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
