დიასახლისი
- ანაზღაურება
- 80 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- სამუშაო გრაფიკი
- სამუშაო გრაფიკი — კვირაში 5 დღე (სრული განაკვეთი)
სრული აღწერა
"DESIGN MALL" არის დიზაინისა და სარემონტო მასალების მოლი თბილისში, სადაც ერთ სივრცეში შეგიძლიათ შეარჩიოთ სარემონტო მასალები, ავეჯი და დეკორი, ასევე მიიღოთ პროფესიონალი დიზაინერებისა და არქიტექტორების მომსახურება.
მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, ვეძებთ კვალიფიციურ, პასუხისმგებლობიან და დეტალებზე ორიენტირებულ დიასახლისს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს პროფესიონალურ გუნდს.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სამუშაო გრაფიკი — კვირაში 5 დღე (სრული განაკვეთი)
ანაზღაურება — 80 ლარი (ხელზე ასაღები)
ძირითადი მოვალეობები:
- Design Mall-ის საერთო სივრცეების, დერეფნების, შესასვლელებისა და სხვა საერთო სარგებლობის ტერიტორიების ყოველდღიური დასუფთავება;
- შოურუმებისა და საერთო სივრცეების სისუფთავისა და მოწესრიგებული გარემოს უზრუნველყოფა;
- იატაკის, კიბეების, მოაჯირების, ლიფტებისა და სხვა ზედაპირების რეგულარული დასუფთავება;
- სანიტარული კვანძების დასუფთავება და ჰიგიენური მდგომარეობის მუდმივი კონტროლი;
- ნაგვის ურნების დაცლა და ნარჩენების დროული გატანა;
- შუშის ზედაპირების, კარ-ფანჯრებისა და სხვა საერთო სარგებლობის ინვენტარის გაწმენდა;
- სამუშაო სივრცეში სისუფთავისა და ჰიგიენური ნორმების მუდმივი დაცვა;
- დასუფთავების საშუალებებისა და ინვენტარის სათანადო გამოყენება და მოვლა;
- ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული, სამუშაო სპეციფიკასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
მოთხოვნები:
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დაკისრებული მოვალეობების კეთილსინდისიერად შესრულების უნარი;
- სისუფთავისა და ჰიგიენური ნორმების დაცვის უნარი;
- სამუშაოს დროულად და ხარისხიანად შესრულების უნარი;
- მოწესრიგებულობა და პროფესიული ეთიკის დაცვა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: Hr@designmall.ge. (სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ, ვაკანსიის დასახელება)
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს დიზაინ მოლის მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.
თქვენ გაქვთ უფლება, მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. შესაბამისი მოთხოვნით შეგიძლიათ მოგვმართოთ ელექტრონულ მისამართზე: Hr@designmall.ge
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
