დიასახლისი
- მისამართი
- თბილისი, ჭონქაძის 21
- სამუშაო გრაფიკი
- 5-2 გრაფიკი, 09:00-18:00 საათები
- ბენეფიტები
- ჯანმრთელობის დაზღვევის დაფინანსებას · კვებით უზრუნველყოფას · ანაზღაურება: 1250 NET ლარი + ბონუსები
სრული აღწერა
სასტუმრო "ASTORIA TBILISI" აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- სასტუმროს ოთახებისა და დამხმარე სივრცეების ყოველდღიური დასუფთავებისა და სანიტარიული ნორმების დაცვის კონტროლი;
- დასუფთავებისთვის საჭირო ინვენტარის, საწმენდი საშუალებებისა და ჰიგიენური მასალების სათანადო გამოყენება და შენახვა;
- სასტუმროს ნომრებში არსებული დაზიანებების, გაუმართაობისა და ტექნიკური ხარვეზების შესახებ შესაბამისი პასუხისმგებელი პირისთვის ინფორმაციის მიწოდება;
- დასუფთავების პროცესში უსაფრთხოების, სანიტარიულ-ჰიგიენური და შრომის დაცვის წესების დაცვა;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა სამუშაო დავალებების შესრულება, რომელიც შეესაბამება დაკავებულ პოზიციას.
ძირითადი მოთხოვნა: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევის დაფინანსებას;
- კვებით უზრუნველყოფას.
ანაზღაურება: 1250 NET ლარი + ბონუსები
სამუშაო ადგილი: თბილისი, ჭონქაძის 21
სამუშაო საათები: 5-2 გრაფიკი, 09:00-18:00 საათები
თუ გსურთ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი და თვლით, რომ კომპეტენციები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, მოგვწეროთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ან გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: HR@astoriatbilisi.ge. წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება ("ადმინისტრატორი"), რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. თქვენი რეზიუმის გამოგზავნით ეთანხმებით, რომ გაეცანით აღნიშნულ პირობას და თანხმობას აცხადებთ, რომ 1 წლის განმავლობაში შევინახავთ და დავამუშავებთ თქვენს მიერ გაზიარებულ ინფორმაციას ჩვენს ორგანიზაციაში დასაქმების მიზნით.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
