დღის ცვლის მიმტანი/ბარისტა
გამოქვეყნდა 27 ნოებოლო ვადა: 27 დეკ
- ანაზღაურება
- 1 100 ₾
- სამუშაო გრაფიკი
- კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დღე დასვენება (მცოცავი გრაფიკი); სრული განაკვეთი, 9-საათიანი სამუშაო დღე (1 საათი შესვენება); ცვლები: 07:00-16:00 & 08:00-17:00
სრული აღწერა
"ბაზზარ ბუტიკ სასტუმროს" (ფხოვის 3, ორბელიანის მოედნის მიმდებარედ) გუნდი ეძებს მოტივირებულ თანამშრომელს, რომელიც დაიკავებს დღის ცვლის მიმტანი/ბარისტას პოზიციას.
ძირითადი მოვალეობები:
- სტუმრების დახვედრა და მენიუს შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- შეკვეთის მიღება, დაფიქსირება შესაბამის სისტემაში და დროული მიწოდება;
- მენიუში არსებული პროდუქტებისა და მათი მომზადების წესების სრულყოფილი ცოდნა;
- მაგიდების სერვირება;
- სტუმრების მიერ მიღებული უკუკავშირის შესაბამის ზედამხედველთან გაზიარება.
საჭირო უნარები და კვალიფიკაცია:
- სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
- კვებისა და სასმელის სფეროში განათლება ჩაითვლება უპირატესობად;
- ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ფლობა აუცილებელია; რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კომუნიკაციის შესანიშნავი უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ანაზღაურება და პირობები:
- ხელფასი: 1100 ლარი (ხელზე ასაღები თანხა) + ბონუსი;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- პროფესიული ტრენინგები;
- კვება;
- საჭიროების შემთხვევაში ტრანსპორტირება;
- უნიფორმა.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დღე დასვენება (მცოცავი გრაფიკი); სრული განაკვეთი, 9-საათიანი სამუშაო დღე (1 საათი შესვენება); ცვლები: 07:00-16:00 & 08:00-17:00.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: nino.khomasuridze@bazzarhotel.com, ან ვოთსაპზე: +995 32 222 84 44.
გთხოვთ, შეტყობინებაში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.
კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

