დღის ცვლის ადმინისტრატორი
გამოქვეყნდა 21 სექბოლო ვადა: 21 ოქტ
- ანაზღაურება
- 850 ₾
- სამუშაო გრაფიკი
- სრული განაკვეთი (2 დღე მუშაობა 2 დღე-ღამე დასვენება. სამუშაო საათები: 09:00-21:00)
- მთავარი მოთხოვნა
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 6 თვე)
სრული აღწერა
ვერცხლის ქუჩაზე მდებარე, 21 ნომრიანი სასტუმრო, ტერასით და ძველი თბილისის შესანიშნავი ხედებით, "Silver 39 Corner Hotel" აცხადებს ვაკანსიას დღის ცვლის ადმინისტრატორის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (2 დღე მუშაობა 2 დღე-ღამე დასვენება. სამუშაო საათები: 09:00-21:00)
ანაზღაურება 850 ლარი (+ ბონუსი)
მიმღების თანამშრომლის ძირითადი ფუნქციები იქნება:
- სტუმრის მიღება და რეგისტრაციის პროცედურის წარმართვა
- სტუმრის შესახებ ინფორმაციის პროგრამაში ასახვა
- სტუმრის მიერ გადასახდელი/გადახდილი თანხების აღრიცხვა და გადახდების მუდმივი კონტროლი
- შემომავალ ზარებზე პასუხი და ზარის გადამისამართება
- სასტუმროს ფასების და მომსახურების შესახებ სტუმრებისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება
- სტუმრის ბარათის შემოწმება პრეავტორიზაციისთვის
- ელექტრონული გასაღების რეგისტრაცია/გაუქმება
- გაყიდული და გასაყიდი ოთახების მართვა პროგრამაში
- სერვისთან დაკავშირებული, სტუმრის ყველა მოთხოვნის უზრუნველყოფა
- დასუფთავების დეპარტამენტის ინფორმირება Check-in და Check-out -ზე;
- დასუფთავების დეპარტამენტის ინფორმირება მასზედ, რომ ნომერი გათავისუფლდა და საჭიროებს დალაგებას
- მიმღების სივრცის სისუფთავისა და წესრიგის კონტროლი
- სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა მითითებების შესრულება
მიმღების თანამშრომლის პოზიციაზე ძირითად მოთხოვნებს წარმოადგენს:
- უცხო ენების (ინგლისური, რუსული) სრულყოფილად ცოდნა
- აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 6 თვე)
- სასურველია პროგრამა "FIDELIO"ს ცოდნა
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი
- სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
- გუნდური მუშაობის უნარი
თუ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: gm@silver39.ge. გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
