დღის ექთანი (პოსტოპერაციული სამსახური)
- ანაზღაურება
- 1 200 ₾ / თვე
- მისამართი
- თბილისი, ნუცუბიძე, ერმილე ბედიას ქ. 33
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- გამოცდილება
- საშუალო (middle), 2 წლამდე
- სამუშაო გრაფიკი
- ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 საათიდან 18:00 საათამდე; (შაბათ-კვირას დასვენება)
სრული აღწერა
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს
გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
"ი. ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას პოსტოპერაციული სამსახურის დღის ექთნის პოზიციაზე.
ჟორდანიას კლინიკა საქართველოში ერთ-ერთი პირველი სპეციალიზებული გინეკოლოგიური კლინიკაა, რომელიც დღემდე არ კარგავს მოწინავე პოზიციას ამ მიმართულებით. დღეს ის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრია, რომელშიც ქალთა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ნუცუბიძე, ერმილე ბედიას ქ. 33
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 საათიდან 18:00 საათამდე; (შაბათ-კვირას დასვენება);
ანაზღაურება: 1200 ლარი (ხელზე ასაღები);
განყოფილება: პოსტოპერაციული სამსახური;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
· ექიმის დანიშნულებისა და კვლევების ზუსტი და დროული შესრულება;
· შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი (სამედიცინო ბარათები, დანიშნულების ფურცლები და ა.შ.)
· ექთნის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მინიმუმ 1 წელი მუშაობის გამოცდილება ექთნის პოზიციაზე (ანესთეზია-პოსტოპერაციულ სამსახურში);
- პროფესიული სასწავლებლის პრაქტიკოსი ექთანი/მიმდინარე სტუდენტი ან უმაღლესი სასწავლების სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტი VII სემესტრიდან;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსეთ განაცხადის ფორმა და გამოგვიგზავნეთ რეზიუმე.
გისურვებთ წარმატებას!
კატეგორია: მედიცინა/ფარმაცია / ექთანი
გამოცდილება: საშუალო (middle), 2 წლამდე
განათლება: ბაკალავრი, კურსდამთავრებული, სტუდენტი
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

