დღის ექთანი ოფთალმოლოგიაში
გამოქვეყნდა 19 ოქტბოლო ვადა: 19 ნოე
- გამოცდილება
- ოფთალმოლოგიურ სექტორში ან საოპერაციო ბლოკში ექთნად მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება (სასურველია ინტრავიტრეალურ ინექციებთან/ავასტინის პროცედურებთან მუშაობის გამოცდილება)
სრული აღწერა
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსის ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას დღის ექთნის პოზიციაზე.
გახდი ჩვენი გუნდის წევრი!
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება: უმაღლესი ან საშუალო პროფესიული სამედიცინო განათლება — პროფესია: ექთანი;
- გამოცდილება: ოფთალმოლოგიურ სექტორში ან საოპერაციო ბლოკში ექთნად მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება (სასურველია ინტრავიტრეალურ ინექციებთან/ავასტინის პროცედურებთან მუშაობის გამოცდილება);
- პროფესიული ცოდნა: ოფთალმოლოგიური პროცედურების, ასეპტიკისა და ანტისეპტიკის თანამედროვე სტანდარტების/პროტოკოლების ცოდნა;
- უნარები: გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი.
ძირითადი მოვალეობები:
- ოფთალმოლოგიურ პაციენტთა მომზადება ინტრავიტრეალური ინექციისთვის;
- ექიმის ასისტირება ავასტინის ინექციისა და სხვა თვალის პროცედურების მიმდინარეობისას;
- საინექციო/საოპერაციო ზონის, ინსტრუმენტებისა და მასალების მომზადება ასეპტიკის წესების სრული დაცვით;
- ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სტანდარტების მკაცრი დაცვა;
- პაციენტთა მეთვალყურეობა პროცედურის შემდგომ პერიოდში და მათთვის შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა;
- შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება.
პიროვნული თვისებები:
- განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა;
- მაღალი ორგანიზებულობა და აკურატულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების დასახვის უნარი;
- გუნდური მუშაობისა და სტრესულ სიტუაციებში სწრაფი რეაგირების უნარი.
განაცხადის შეტანის წესი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) 19.11.2026-მდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@newhospitals.ge. გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. "დღის ექთანი".
თქვენ მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
