დღე ღამის ცვლის მოლარე, ექსპერტ-შემფასებელი
გამოქვეყნდა 2 ოქტბოლო ვადა: 30 ოქტ
- ანაზღაურება
- 1 400 ₾
- ქალაქი
- თბილისი
სრული აღწერა
"გირო კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას დღე ღამის ცვლის მოლარე, ექსპერტ-შემფასებლის თანამდებობაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო საათები:
- თანამშრომელი 2 სრული დღე ისვენებს, 1 სრული დღე (24 საათი) მუშაობს.
- დღის შესვენება 1 საათი, ღამის შესვენება 4 საათი.
ანაზღაურება: 2026 წლის ოქტომბრიდან მინიმალური 1400 ლარი (ხელზე ასაღები).
ბენეფიტები:
- ბონუსი 200-დან - 600 ლარამდე, რომელიც დაანგარიშდება: მიმდინარე პორტფელის, სესხის გაცემების და კონვერტაციების მოცულობის მიხედვით; ასევე დანამათი გაიცემა კომპანიაში ნამუშევარი სტაჟის მიხედვით.
- სამედიცინო დაზღვევა;
- დაბადების დღის დანამატი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ნაღდ ფულთან მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
- ოქროს შეფასების პროფესიონალურ დონეზე ცოდნა (დამატებით უპირატესობად ჩაითვლება ბრილიანტის ცოდნა);
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
- რუსული ან ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
ძირითადი მოვალეობები:
- ოქროს შეფასება და ხელშეკრულებების გაფორმება;
- ვალუტის კონვერტაციის ოპერაციების წარმოება;
- ფულადი გზავნილების ოპერაციების წარმოება;
- ფულადი სახსრების მართვა და კონტროლი სალაროში;
- მოპოვებული ინფორმაციის და დოკუმენტაციის სწორად და სრულყოფილად აღრიცხვის, დამუშავების და შენახვის უზრუნველყოფა;
- კლიენტის ხარისხიანი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება;
- კლიენტთან თავაზიანი, კეთილგანწყობილი დამოკიდებულების დამყარება;
პიროვნული უნარები:
- სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- შრომისმოყვარე, ენერგიული, მიზანსწრაფული;
- პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, 2026 წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@girocredit.ge და საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება ხდება ვაკანსიის ვადის ამოწურვამდე!
დამატებითი ინფორმაცია ჩვენი ორგანიზაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდებზე: http://www.girocredit.ge/
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
