DevOps/MLOps წამყვანი ინჟინერი
გამოქვეყნდა 6 ნოებოლო ვადა: 6 დეკ
სრული აღწერა
"EPAM" ეძებს DevOps/MLOps წამყვან ინჟინერს ნავთობისა და გაზის სფეროს წამყვანი კომპანიის პროექტისთვის.
შეაფასებ კლიენტის ინფრასტრუქტურას და მოამზადებ მას კორპორაციული მონაცემთა პლატფორმის (EDP) დანერგვისთვის, რათა პლატფორმა შეუფერხებლად და ეფექტიანად ამუშავდეს.
რას გააკეთებ:
- შეაფასებ, რამდენად მზადაა კლიენტის ინფრასტრუქტურა EDP-ის დასანერგად
- გამოავლენ ხარვეზებს და შესთავაზებ მათი გამოსწორების გზებს
- მონაცემთა ინჟინერიისა და DevOps გუნდებთან ერთად შეათანხმებ დანერგვის სტრატეგიას
- შექმნი და განავითარებ დანერგვის ავტომატიზაციის სკრიპტებსა და ინსტრუმენტებს
- ითანამშრომლებ გარე მომწოდებლებთან თავსებადობის უზრუნველსაყოფად
- გაუშვებ პლატფორმასა და აპლიკაციებს Kubernetes-ზე
ვის ვეძებთ:
- 5+ წლიანი გამოცდილება DevOps-ში მონაცემთა ინჟინერიის გარემოში
- მონაცემთა პლატფორმების დასანერგად ინფრასტრუქტურის შეფასების გამოცდილება
- EDP-ის კომპონენტებისა და მათი დანერგვის მოთხოვნების ცოდნა
- Docker-ის, Kubernetes-ისა და Linux-ის კარგი ცოდნა
- CI/CD-ის, Argo-სა და Python-ის ცოდნა
- მანქანური სწავლებისა და აგენტური AI აპლიკაციების რეალურ გარემოში გაშვების მოთხოვნების გაგება
- ინგლისური ენის ცოდნა B2+ დონეზე
- უპირატესობა: MLflow-ის, Airflow-ს, მოდელების ავტომატური გადამზადებისა და მონაცემთა ხარისხის მონიტორინგის ინსტრუმენტების ცოდნა.
განცხადების სრულად გასაცნობად, გადადით ბმულზე: დამსაქმებლის გვერდის ნახვა
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
