დემი შეფი
- მისამართი
- თბილისი, Tbilisi
სრული აღწერა
თამაშობანა ეძებს დემი შეფს!
კეთილი იყოს შენი მობრძანება თამაშობანას სამზარეულოში სივრცეში, სადაც გემრიელი კერძების უკან ძლიერი გუნდი და ბევრი საინტერესო პროცესი დგას.
თუ გიყვარს სამზარეულო, დინამიკურ გარემოში მუშაობა, ხარისხზე ზრუნვა და გუნდთან ერთად კარგი შედეგის შექმნა სწორედ შენ გეძებთ.
რას გააკეთებ?
🍳 კერძების მომზადება დადგენილი სტანდარტებისა და კალკულაციების შესაბამისად;
🧼 სამზარეულოსა და სამუშაო სივრცეში სისუფთავის, წესრიგისა და სანიტარული ნორმების დაცვა;
🥕ინგრედიენტების წინასწარი მომზადება;
📦 პროდუქტების ხარისხისა და ვარგისიანობის კონტროლი;
📋 „თამაშობანას“ სტანდარტებისა და დადგენილი სამუშაო გრაფიკის შესაბამისად მუშაობა;
👨🍳 შეფ-მზარეულის მითითებებისა და დავალებების შესრულება;
🤝 გუნდური მუშაობა სამზარეულოს პროცესების სწრაფად და ეფექტურად წარმართვის მიზნით.
რას გთავაზობთ?
✨მხიარულ და ლაღ სამუშაო გარემოს;
💛გულანთებულ და მეგობრულ გუნდს;
🎨შემოქმედებითთავისუფლებას;
📈 პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
🚀 საინტერესო პროექტებსა და ახალ გამოწვევებს.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე: hr@tamashobana.ge და subject-ის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
თამაშობანა აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - დემი შეფი ,
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

