დემი შეფი
- მისამართი
- თბილისი, იაკობ ნიკოლაძის 12
- ბენეფიტები
- მეგობრულ და დინამიურ სამუშაო გარემოს · პროფესიული ზრდის შესაძლებლობას · ჯანმრთელობის დაზღვევას
სრული აღწერა
რესტორანი "იაკობის ეზო" აცხადებს ვაკანსიას დემი შეფის პოზიციაზე საკონდიტროში.
ძირითადი მოვალეობები:
- საკვების მომზადება და წარმოება
- კერძების მომზადება დადგენილი რეცეპტებისა და სტანდარტების შესაბამისად;
- ინგრედიენტების წინასწარი მომზადება (mise en place);
- პროდუქტების სწორად დამუშავება, დაჭრა, მომზადება და შენახვა;
- პასუხისმგებელ შეფთან შეთანხმებით სამუშაო პროცესის შესრულება;
- კერძების ხარისხის, ვიზუალური იერსახისა და პორცირების კონტროლი.
სამზარეულოს ოპერაციების მხარდაჭერა:
- შეფისა და სოუს შეფის დავალებების შესრულება;
- კონკრეტულ სამზარეულოს სექციაში დახმარება
- დატვირთულ საათებში სწრაფი და ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფა;
- შეკვეთების დროულად და სწორად მომზადებაში მონაწილეობა.
ხარისხისა და სტანდარტების დაცვა:
- სასტუმროს კულინარიული სტანდარტების დაცვა;
- კერძების გემოს, ტემპერატურისა და პრეზენტაციის კონტროლი;
- საკვები პროდუქტების ნარჩენების შემცირება;
- HACCP-ისა და სურსათის უსაფრთხოების წესების დაცვა.
ჰიგიენა და უსაფრთხოება:
- სამუშაო ადგილის სისუფთავის მუდმივი კონტროლი;
- სამზარეულოს ინვენტარისა და ტექნიკის სწორად გამოყენება;
- სანიტარული ნორმების დაცვა;
- პროდუქციის შენახვის ვადებისა და ტემპერატურული რეჟიმების კონტროლში მონაწილეობა.
გუნდური მუშაობა:
- სამზარეულოს გუნდთან ეფექტური თანამშრომლობა;
- კომუნიკაცია მიმტანებთან და სხვა დეპარტამენტებთან საჭიროების შემთხვევაში;
- ახალი თანამშრომლებისთვის სამუშაო პროცესის გაცნობაში დახმარება;
- პროფესიული განვითარების სურვილი და ახალი ტექნიკების სწავლა.
მოთხოვნები კანდიდატის მიმართ:
აუცილებელი:
- სამზარეულოში მუშაობის გამოცდილება;
- პროფესიული კულინარიული ცოდნა;
- სისუფთავისა და ორგანიზებულობის მაღალი სტანდარტი;
- სწრაფ ტემპში მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
სასურველი:
- სასტუმროს ან მაღალი კლასის რესტორანში მუშაობის გამოცდილება;
- HACCP სტანდარტების ცოდნა;
- სხვადასხვა სამზარეულოს მიმართულების ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
- დისციპლინირებული;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- გუნდური მოთამაშე;
- სწავლისა და განვითარების მოტივაცია;
- კრეატიული მიდგომა კულინარიაში.
ჩვენ გთავაზობთ:
- მეგობრულ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
- პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- კვებას.
სამუშაო ადგილი: თბილისი, იაკობ ნიკოლაძის 12
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@artizanhotels.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე 599137727
გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
თქვენ მიერ გამოგზავნილი განაცხადი/CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს.
თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრება რესტორანი "იაკობის ეზო"
გაცნობებთ, რომ რესტორანი "იაკობის ეზოს "-ის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, ვაკანსიის მოთხოვნებთან თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და დამუშავების პრინციპების შესაბამისად.
განაცხადი/CV/რეზიუმე-ს გამოგზავნით კანდიდატი თანხმობას აცხადებს, რომ პერსონალური მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს სხვა მოქმედ და სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
გამოგზავნილი განაცხადი შენახული იქნება არაუმეტეს 6 თვის ვადით, ხოლო კანდიდატის შესაბამის პოზიციაზე აყვანის შემთხვევაში, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობით.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
