დეკრეტის შემცვლელი იურისტი
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- ბენეფიტები
- საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას · ჯანმრთელობის დაზღვევას · სატელეფონო ლიმიტს
სრული აღწერა
შპს „აიდიეს ბორჯომი თბილისი“ წარმოადგენს საერთაშორისო კომანია IDS ბორჯომის ჯგუფის წევრს. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს მიერ წარმოებული მინერალური და წყაროს წყალის, ასევე ლიმონათებისა და ბორჯომის ენერგეტიკული სასმელის დისტრიბუცია საქართველოს ტერიტორიაზე.
იურიდიულ განყოფილებაში გვაქვს დეკრეტის შემცვლელი იურისტის ვაკანსია.
ოფისის მისამართი: ქ.თბილისი, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 (1 სთ შესვენება)
სამუშაო პერიოდი: 6 თვე
ძირითადი მოვალეობები:
- იურიდიული დეპარტამენტის სამუშაო პროცესების მართვა/მონიტორინგი კომპანიაში მოქმედი წესების შესაბამისად;
- ხელშეკრულებების, მიღება-ჩაბარების აქტების, ბრძანების პროექტების და სხვა მსგავსი დოკუმენტების მომზადება;
- კომპანიის წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოებში, სასამართლოსა და მესამე პირებთან;
- დოკუმენტბრუნვის მონიტორინგი.
აუცილებელი მოთხოვნები:
- ბაკალავრის ან მაგისტრის განათლება (იურიდიული ფაკულტეტი, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით);
- ინგლისური ენის ცოდნა - B2 დონე; რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- იურისტად მუშაობის მინ. 2 წლიანი გამოცდილება;
- MS office პროგრამების ცოდნა.
დამატებითი ინფორმაცია:
ჩვენ გთავაზობთ:
- საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- სატელეფონო ლიმიტს;
შერჩევის ეტაპები:
შეხვედრა ადამიანური რესურსების მენეჯერსა და უშუალო ხელმძღვანელთან.
დაინტერესებული პირები, განცხადების სრული ტექსტის სანახავად და სააპლიკაციო ფორმის შესავსებად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს განაცხადის შევსება
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატები, ვისი მონაცემებიც მაქსიმალურად შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს.
თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მიერ დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, რეზიუმეს ვაკანსიასთან შესაბამისობის შეფასებისა და შემდგომი თანამშრომლობის მიზნით.
მონაცემები მუშავდება თქვენი თანხმობის საფუძველზე და მათი მოწოდება ნებაყოფლობითია. ამასთან, თქვენ გაქვთ დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების, გასწორების, განახლებისა, შევსების, დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების, დაბლოკვის, პორტირებისა და თანხმობის გამოხმობის უფლება, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებები.
წინამდებარე ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენი თანხმობა ზემოაღნიშნულ პირობებზე მიღებულად ჩაითვლება.
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- უფროსი რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- გამოცდილება აუცილებელია
- გამოცდილება 2 წლიდან
- განათლების დონე(ები)
- ბაკალავრი, დოქტორი, მაგისტრი
- ენები
- ინგლისური,რუსული
- ენები
- ინგლისური, რუსული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

