დეგუსტაციის ორგანიზატორი
- ბენეფიტები
- მოქნილი სამუშაო გრაფიკით დასაქმების შესაძლებლობას · სტაბილურ ანაზღაურებას პირველივე დღიდან · კარიერული წინსვლის შესაძლებლობას
სრული აღწერა
სს „ნიკორა ტრეიდი“ - საქართველოს საცალო ვაჭრობის ერთ-ერთი უმსხვილესი და ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანიაა. ჩვენ პირველებმა დავამკვიდრეთ სუპერმარკეტების ქსელის კულტურა საქართველოში და საფუძველი ჩავუყარეთ ქვეყნის რითეილ სექტორის განვითარებას.
წარმატების ისტორია 2000 წელს დაიწყო და დღეს ვაერთიანებთ ორი ბრენდის -„ნიკორა სუპერმარკეტის“ და „ლიბრეს“ 650-ზე მეტ სავაჭრო ფილიალს მთელი საქართველოს მასშტაბით. მომხმარებლების ყოველდღიურ ცხოვრებაში ვქმნით ხარისხზე, ხელმისაწვდომობასა და კომფორტზე დაფუძნებულ გამოცდილებას. მუდმივი ზრდა და ინოვაციები გვაძლევს საშუალებას, დავრჩეთ ლიდერ პოზიციაზე და განვავითაროთ თანამედროვე სავაჭრო სტანდარტები საქართველოს მასშტაბით.
სს „ნიკორა ტრეიდი“ დღეს 8500-ზე მეტ ადამიანს აერთიანებს, რაც კომპანიას საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს დამსაქმებლად აქცევს. ჩვენ გვჯერა, რომ წარმატებას ქმნიან ადამიანები და სწორედ ამიტომ, ჩვენთვის თითოეული თანამშრომელი კომპანიის ყველაზე დიდი ღირებულებაა.
შემოგვიერთდი „ნიკორა ტრეიდში“ - კომპანიაში, სადაც პატივისცემა, პასუხისმგებლობა, მომხმარებელზე ორიენტაცია, სტაბილურობა და გაუმჯობესებისკენ სწრაფვა ერთიანდება საერთო მიზნის მისაღწევად - გავაგრძელოთ პირველობის ისტორია.
სს „ნიკორა ტრეიდი“ აცხადებს ვაკანსიას დეგუსტაციის ორგანიზატორის პოზიციაზე ქ. თბილისში.
ჩვენ გთავაზობთ:
- მოქნილი სამუშაო გრაფიკით დასაქმების შესაძლებლობას;
- სტაბილურ ანაზღაურებას პირველივე დღიდან;
- კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
- მდიდარ კორპორატიულ კულტურასა და მეგობრულ სამუშაო გარემოს.
ფუნქცია-მოვალეობები:
- სადეგუსტაციო სივრცის ორგანიზება;
- სავაჭრო ობიექტებზე სადეგუსტაციო პროდუქციის მომხმარებლისთვის გაცნობა და შეთავაზება;
- დეგუსტაციის პროცესის მუდმივი ზედამხედველობა;
- მომხმარებლებისგან მიღებული უკუკავშირის ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება.
პიროვნული თვისებები და უნარები:
- ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
სს „ნიკორა ტრეიდი“ ხელმძღვანელობს თანასწორი შესაძლებლობების, მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის პრინციპებით და ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო ეტაპზე, ასევე შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში და უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისა თუ თანამშრომლისთვის
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"Nikora Trade" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - დეგუსტაციის ორგანიზატორი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

