დებიტორული პორტფელის კონტროლის ოფიცერი
სრული აღწერა
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 30 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ.
ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.
თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.
ამჯერად, თეგეტა მოტორსის გუნდში, დებიტორული პორტფელის კონტროლის ოფიცრის პოზიცია გვაქვს აქტიური.
თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:
- დებიტორული დავალიანებების ყოველთვიური კონტროლი და რეპორტინგი;
- ვადაგადაცილებულ დავალიანებებზე დებიტორებთან კომუნიკაცია;
- მოთხოვნილი საბუთების მომზადება და მიწოდება დებიტორებისთვის - ყოველკვირეულად ან/და მოთხოვნის შესაბამისად;
- დებიტორულ დავალიანებებთან დაკავშირებული შედარების აქტების და დამატებით შეთანხმებული გადახდის გრაფიკების აღრიცხვა, შენახვა და მათი შესრულების კონტროლი;
- ლიმიტების კორექტირება/სარეკომენდაციო ლიმიტების მომზადება ყოველ კვარტალში;
- უარყოფილი და გაპრობლემებული საბუთების დროულად გაკონტროლება;
- ხელშეკრულების გაუქმებაზე საინფორმაციო წერილების გაგზავნა.
თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:
- უმაღლესი განათლება;
- Excel-ის საშუალო დონეზე მაღალი ცოდნა;
- SAP-სა და SAP/4HANA-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.
თეგეტაში დაგხვდება:
- პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
- სამედიცინო დაზღვევა;
- სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზებები და ფასდაკლებები;
- მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.
თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - დებიტორული პორტფელის კონტროლის ოფიცერი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

