დებიტორებთან კომუნიკაციის სპეციალისტი
- მისამართი
- თბილისი, შპს, , ჯეო ჰოსპიტალსის" სათავო ოფისი (ლოკაცია: საბურთალო, დელისის მეტროს მიმდებარედ)
სრული აღწერა
ერთ-ერთი უმსხვილესი სამედიცინო ქსელი „ჯეო ჰოსპიტალსი“ აერთიანებს 25 სამედიცინო დაწესებულებას თბილისსა და რეგიონებში. ქსელი წარმოდგენილია 15 სტაციონარით, 10 ამბულატორიით და უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას თბილისში, კახეთში, ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე ჯავახეთსა და იმერეთში.
,,ჯეო ჰოსპიტალსი" საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სამედიცინო ქსელია, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 25 კლინიკას აერთიანებს - მათ შორის 15 სტაციონარსა და 10 ამბულატორიულ ცენტრს. უკვე 15 წელზე მეტია, რაც პაციენტებს უწყვეტ და ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას ვთავაზობთ.
თბილისის გარდა, ჩვენი მრავალპროფილური კლინიკები წარმოდგენილია შემდეგ რეგიონებში: იმერეთი, კახეთი, ქვემო ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი.
ჩვენი მიზანია, ქვეყნის მასშტაბით თითოეული პაციენტისთვის მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურება გავხადოთ მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და კომფორტული.
თუ გსურთ, უკეთ გაიცნოთ ჩვენი გუნდი, ეწვიეთ Linkedin-ს პროფილს: Geo Hospitals | ჯეო ჰოსპიტალსი: Posts | LinkedIn www.linkedin.com — ბმულის გახსნა
"ჯეო ჰოსპიტალსი“ აცხადებს ვაკანსიას კომერციულ დეპარტამენტში დებიტორებთან კომუნიკაციის სპეცილისტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, შპს ,,ჯეო ჰოსპიტალსის" სათავო ოფისი (ლოკაცია: საბურთალო, დელისის მეტროს მიმდებარედ);
სამუშაო დრო: ორშ-პარ, 09:30-18:30 სთ (1 საათიანი შესვენებით)
აღნიშნულ პოზიციაზე ძირითადი პასუხისმგებლობები მოიცავს:
- კომპანიის მიმართ არსებული დავალიანებების მართვას;
- დებიტორებთან სატელეფონო კომუნიკაციას - ფიზიკურ პირებთან გამავალი ზარების განხორციელებას და დებიტორებთან დაკავშირებული შემომავალი ზარების პასუხს;
- წერილობითი კორესპონდენვიების მომზადებას და გაგზავნას;
- დავალიანებების ანგარიშგების მომზადებას.
პროფესიული კომპეტენციებიდან დაგჭირდებათ:
- უმაღლესი განათლება;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია ჯანდაცვის სექტორში);
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციებიდან მნიშნელოვანია:
- მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- პრიორიტეტების სწორად განსაზღვრისა და საქმის ბოლომდე მიყოლის უნარი;
- საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
რას გთავაზობთ:
- ფართომასშტაბურ კომპანიაში განვითარების შესაძლებლობას;
- პროფესიონალებით დაკომპლექტებულ მეგობრულ გუნდს;
- როგორც სტანდარტულ, ასევე დამატებით საინტერესო ბენეფიტებს (ექსკლუზიური ფასდაკლებები სასტუმროებზე და სხვ.);
- კვარტლურ გუნდურ აქტივობებს;
- ღირებულ სამუშაო გამოცდილებას.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 20 ნოემბერი
გისურვებთ წარმატებას!
თქვენ მიერ (დასაქმების მსურველი კანდიდატის) წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში მოთხოვნილი ინფორმაციის (პირადი მონაცემები, რეზიუმე, დიპლომი(ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)იდა სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია) გადმოგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ შპს ,,ჯეო ჰოსპიტალსი“, როგორც დამსაქმებელი, უფლებამოსილია დაამუშაოს გამოგზავნილი ინფორმაცია კანონიერად, სამართლიანად, მონაცემთა სუბიექტისთვის გამჭვირვალედ და მისი ღირსების შეულახავად, კონკრეტულად ამ ვაკანსიის ან და ამ ვაკანსიის რელევანტური, მომიჯნავე ვაკანსიისთვის განსახილველად, იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად.
დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას კანდიდატს მიაწოდოს: ა) შესასრულებელი სამუშაოს შესახებ; ბ) შრომითი ხელშეკრულების ფორმის (ზეპირი ანწერილობითი) და ვადის (განსაზღვრული ან განუსაზღვრელი) შესახებ; გ) შრომის პირობების შესახებ; დ) შრომითი ურთიერთობისას დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ; ე) შრომის ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია;
კანდიდატი ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში, რომელზეც ასევე აცხადებს თანხმობას დამუშავდეს კანდიდატის შერჩევის მიზნით;
კანდიდატი იღებს ვალდებულებას, დამსაქმებელს აცნობოს ნებისმიერი გარემოების შესახებ, რომელმაც შეიძლება ხელიშეუშალოს მას სამუშაოს შესრულებაში ან საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ინტერესებს.
მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მონაცემთა დამუშავების შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. კანდიდატს უფლება აქვს, მოითხოვოს მის მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემების გამოთხოვა, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება კანონით დადგენილ ვადებში;
კანდიდატი უფლებამოსილია მის მიერ მოწოდებულ ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირებულ ნებისმიერი საკითხზე მომართოს შპს “ჯეო ჰოსპიტალსს”.
ასევე, გაცნობებთ, რომ შპს „ჯეო ჰოსპიტალსი“ თქვენ შესახებ არსებულ პერსონალურ მონაცემებს შეინახავს 1 (ერთი) წლის ვადით, რომლის გასვლის შემდეგაც აღნიშნული ინფორმაცია განადგურდება. თქვენი პერსონალური მონაცემების მესამე პირებზე გადაცემა დაუშვებელია, აღნიშნული შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ თქვენი წერილობითი თანხმობის საფუძველზე.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ჯეო ჰოსპიტალს" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - დებიტორებთან კომუნიკაციის სპეციალისტი, ქალაქში - თბილისი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

