დაზღვეულთა მომსახურების მენეჯერი
- ანაზღაურება
- 700+ ₾ / თვე
- მისამართი
- თბილისი, ბოჭორიშვილის ქ. 88/15
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ, 09:30 – 18:30
- ბენეფიტები
- · მუშაობის ჰიბრიდულ მოდელს · · ჯანმრთელობის დაზღვევას · · საინტერესო და დინამიკურ სამუშაოს
სრული აღწერა
"ირაო" ერთ-ერთი წამყვანი სადაზღვევო კომპანიაა საქართველოში, რომელიც 22 წელია წარმატებით ემსახურება მომხმარებელს. კომპანია ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი ორგანიზაციის - ვენის სადაზღვევო ჯგუფის (VIG) წევრია.
ჩვენ ვქმნით ჯანსაღ და კოლეგიალურ სამუშაო გარემოს, სადაც თითოეულ თანამშრომელს საკუთარი უნარების სრულად გამოვლენისა და განვითარების შესაძლებლობა აქვს.
სს „დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო“ აცხადებს ვაკანსიას დაზღვეულთა მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:30 – 18:30
ადგილმდებარეობა: თბილისი, ბოჭორიშვილის ქ. 88/15
ანაზღაურება: 700 ლარი + ყოველთვიური ბონუსი
ჩვენ გთავაზობთ:
· მუშაობის ჰიბრიდულ მოდელს;
· ჯანმრთელობის დაზღვევას;
· საინტერესო და დინამიკურ სამუშაოს;
· პროფესიონალ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას;
· მეგობრულ სამუშაო გარემოს.
ფუნქცია-მოვალეობები:
· დაზღვეულების საინფორმაციო მხარდაჭერა საცალო ჯანმრთელობის პროდუქტის პირობებთან დაკავშირებით;
· შემოსული ინფორმაციის პროგრამაში დაფიქსირება;
· პირად კორპორატიულ ნომერზე, New Core-ში, და/ან სხვა არხიდან დაფიქსირებული მოთხოვნების|თხოვნების მომსახურება
· დაფიქსირებული საკითხების მოგვარება კომპეტენციის ფარგლებში ან შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ჩართვით;
· ელექტრონული მიმართვების გამოწერა;
· სხვადასხვა არხებიდან მიღებული მომხმარებლების მოთხოვნების/თხოვნების მომსახურება.
ვაკანსიის მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება სამედიცინო მიმართულებით;
- სასურველია სადაზღვევო, სამედიცინო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ან რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა (Ms Office);
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა,
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ვაკანსიით დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
ირაო გისურვებთ წარმატებებს!
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ირაო" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - დაზღვეულთა მომსახურების მენეჯერი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

