დაცვის თანამშრომელი
- ანაზღაურება
- შეთანხმებით
- გამოცდილება
- არანაკლებ 1 წლისა აღნიშნულ სფეროში
- მისამართი
- თბილისი, ბაგები, ზურაბ საკანდელიძის #9 (მეტრა პარკი)
- სამუშაო გრაფიკი
- სრული განაკვეთი, 09:00-18:00 სთ · ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
- ბენეფიტები
- კვებით უზრუნველყოფა · http://onlineacademia.ge - ზე წვდომა · სალონურ საუბრებზე უფასო წვდომა
სრული აღწერა
"აზროვნების აკადემიის სკოლა" აცხადებს კონკურსს დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე.
"აზროვნების აკადემიის სკოლის" შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე: დამსაქმებლის გვერდის ნახვა
პოზიციის მიზანი:
სკოლის ტერიტორიაზე უსაფრთხო და მოწესრიგებული გარემოს უზრუნველყოფა, მოსწავლეების, თანამშრომლებისა და ვიზიტორების უსაფრთხოებაზე ზრუნვა და სკოლის შიდა წესების დაცვაზე კონტროლი.
ფუნქცია-მოვალეობები:
- სკოლის დაწყებისა და დასრულების საათებში მოსწავლეების უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა;
- სკოლის შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის უსაფრთხოების უზრუნველყოფა სამუშაო საათების განმავლობაში;
- სკოლის შენობაში მოსწავლეების, თანამშრომლების, მშობლებისა და ვიზიტორების შესვლა-გასვლის სისტემური აღრიცხვა/კონტროლი;
- სკოლის შენობისა და ეზოს მუდმივი მონიტორინგი და ზედამხედველობა;
- სკოლის ტერიტორიაზე უცხო პირთა შესვლის კონტროლი;
- მოსწავლეების, პერსონალისა და ვიზიტორების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
- ვიდეოდაკვირვების სისტემის კონტროლი;
- საგანგებო სიტუაციებზე სწრაფი და პროფესიონალური რეაგირება;
- სკოლის ავეჯის, ინვენტარისა და ტექნიკური საშუალებების მდგომარეობის კონტროლი;
- ტექნიკური გაუმართაობის დროული გამოვლენა და რეაგირება;
- მარტივი ტექნიკური პრობლემების, დაზიანებებისა და გაუმართაობების შესაძლებლობის ფარგლებში აღმოფხვრა;
- ტექნიკური და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული დავალებების შესრულება სკოლის ადმინისტრაციის მითითებების შესაბამისად;
- სკოლის შიდა რეგულაციების დაცვა და დაცვასთან დაკავშირებული წესების შესრულება.
სამუშაო გამოცდილება: არანაკლებ 1 წლისა აღნიშნულ სფეროში.
კომპეტენციები და უნარები:
- ზოგადი განათლება ან პროფესიული კურსი უსაფრთხოების მიმართულებით;
- პასუხისმგებლობის გრძნობა და ყურადღება დეტალების მიმართ;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციისა და ურთიერთობის უნარი ბავშვებთან, მასწავლებლებთან და მშობლებთან.
დამატებითი ინფორმაცია:
- სამუშაო ადგილი: თბილისი, ბაგები, ზურაბ საკანდელიძის #9 (მეტრა პარკი);
- სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, 09:00-18:00 სთ;
- სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
- ანაზღაურება: განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
ჩვენ გთავაზობთ:
- კვებით უზრუნველყოფა;
- http://onlineacademia.ge - ზე წვდომა;
- სალონურ საუბრებზე უფასო წვდომა;
- ჩვენი გამომცემლობის წიგნებსა და აზროვნების აკადემიის კურსებზე 50%-იანი ფასდაკლება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ქართულ ენაზე გამოგზავნოთ ელ. ფოსტაზე hr@azraki.ge და ელფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 21 ნოემბერი 2026 წ.
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!
თქვენი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც დამუშავდება შპს "აზროვნების აკადემია მოზარდებისთვის" მიერ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მონაცემები დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 წლის განმავლობაში. თქვენი მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან დარეზერვდეს სხვა რელევანტური პოზიციისთვის - თუ ეთანხმებით აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
