დაცვის თანამშრომელი
- მისამართი
- ბაკურიანი, დ. აღმაშენებლის ქუჩა, დიდველის საბაგიროს მიმდებარე ტერიტორია
სრული აღწერა
"Hotels Management Group (HMG) - Crystal Hotel & Spa Bakuriani" აცხადებს ვაკანსიას დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: ბაკურიანი, დ. აღმაშენებლის ქუჩა, დიდველის საბაგიროს მიმდებარე ტერიტორია.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სასტუმროს კომპლექსის შიდა და გარე პერიმეტრის კონტროლი და მონიტორინგი;
- სასტუმროს ტერიტორიაზე უსაფრთხოებისა და დადგენილი წესრიგის დაცვაზე დაკვირვება;
- სათვალთვალო კამერების მონიტორინგი და საეჭვო შემთხვევების დროული გამოვლენა;
- სასტუმროს სტუმრებისა და თანამშრომლების უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაში მონაწილეობა;
- უსაფრთხოების შესაძლო რისკების, ინციდენტებისა და დარღვევების შესახებ შესაბამისი პასუხისმგებელი პირების დროული ინფორმირება;
- უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შიდა წესებისა და პროცედურების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დაკვირვებულობა;
- ყურადღების კონცენტრირებისა და დეტალებზე ორიენტირების უნარი;
- კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
- მოულოდნელ სიტუაციებში მშვიდად მოქმედებისა და შესაბამისი რეაგირების უნარი;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
სასტუმრო უზრუნველყოფს:
- საცხოვრებელს;
- კვებას;
- თანამშრომლების ტრანსპორტირებას სასტუმრომდე და უკან.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: hrm@hotelcrystal.ge
ელფოსტის სათაურში მიუთითეთ: "დაცვის თანამშრომელი".
გმადლობთ ჩვენი სასტუმროთი დაინტერესებისთვის.
"Hotels Management Group (HMG) - Crystal Hotel & Spa Bakuriani"
შეგახსენებთ, რომ თქვენი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ "ჰოტელს მენეჯმენტ გრუპ HMG"-ის მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე კომპანიის ბაზაში შეინახება 1 (ერთი) წლის ვადით, შესაძლოა, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა ვაკანტურ თანამდებობაზეც.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
