დაცვის სამსახური მაგისტრიდაცვის თანამშრომელი
გამოქვეყნდა 16 ოქტბოლო ვადა: 14 ნოე
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- ბენეფიტები
- კონკურენტუნარიან ანაზღაურებას · 24 საათიან სამუშაო გრაფიკს ყოველ მესამე დღეს · სტაბილურ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
სრული აღწერა
დაცვის სამსახური „მაგისტრი სექურითი“ აცხადებს ვაკანსიას დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე.
თუ ხართ პასუხისმგებლობიანი, დისციპლინირებული და მოტივირებული, შემოუერთდით ჩვენს გუნდს და უზრუნველყავით სხვადასხვა ტიპის ობიექტების უსაფრთხოება (ოფისები, რესტორნები, სამშენებლო ობიექტები, საცხოვრებელი და კომერციული ფართები, პირადი დაცვა და სხვა).
ძირითადი მოვალეობები:
- ობიექტის უსაფრთხოების კონტროლი და დაცვა;
- შიდა წესებისა და დადგენილი რეგულაციების დაცვა;
- ობიექტზე გადაადგილების მონიტორინგი;
- კრიტიკულ და საგანგებო სიტუაციებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირება;
- კონფლიქტური სიტუაციების პრევენცია და მშვიდობიანი მართვა;
- უსაფრთხოების ინციდენტების შესახებ შესაბამისი ანგარიშგება.
ძირითადი მოთხოვნები:
- ფიზიკური გამძლეობა და ოპერატიულობა;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დისციპლინა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ემოციური სტაბილურობა და კონფიდენციალურობის დაცვა;
- დაცვის სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
- ასაკი – 65 წლამდე
ჩვენ გთავაზობთ:
- კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
- 24 საათიან სამუშაო გრაფიკს ყოველ მესამე დღეს;
- სტაბილურ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
- კარიერული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას.
ანაზღაურება: კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად;
განაცხადის მიღების წესი:
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათით ელფოსტაზე: security@magistri.ge
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: +995 577 31 03 00
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საწყისი რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- განათლების დონე(ები)
- არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი
- ენები
- ქართული
- ენები
- ქართული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
