დაცვა-მძღოლი
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ
სრული აღწერა
16-11-2026 - 16-12-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული
შპს „ევროპული სკოლა“ აცხადებს ვაკანსიას
დაცვა-მძღოლის თანამდებობაზე
სკოლის შესახებ:
ევროპული სკოლა არის საერთაშორისო CIS აკრედიტებული სკოლა, რომელიც სთავაზობს თავის მოსწავლეებს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებს - საბავშვო ბაღი, ქართული პროგრამა, IB (PYP / MYP / DP) და ამერიკული უმაღლესი სკოლა.
თანამდებობის მიზანი:
დაცვა–მძღოლის პოზიციის მიზანია სკოლის მოსწავლეების უსაფრთხო და დროული ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. ასევე , პოზიცია გულისხმობს სასკოლო გარემოში უსაფრთხოებისა და წესრიგის მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფას, სკოლის მატერიალური ქონების დაცვასა და პოტენციური რისკების დროულ იდენტიფიკაციას, რათა შეიქმნას უსაფრთხო, სტაბილური და სასწავლო პროცესისთვის ხელსაყრელი გარემო.
ფუნქცია-მოვალეობები:
- მოსწავლეთა უსაფრთხო, დროული ტრანსპორტირების უზრუნველყოფა სასკოლო ავტობუსის მეშვეობით, მოქმედი საგზაო წესებისა და უსაფრთხოების სტანდარტების მკაცრი დაცვით;
- სკოლის ტერიტორიაზე და მიმდებარე სივრცეში უსაფრთხოების რეჟიმის უზრუნველყოფა;
- სკოლაში შესულ–გასული პირების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში იდენტიფიცირება;
- სასკოლო ქონებისა და ინფრასტრუქტურის დაცვა და უსაფრთხოების წესების დაცვაზე ზედამხედველობა;
- საგანგებო სიტუაციების დროს ოპერატიული და კოორდინირებული რეაგირება სკოლის შიდა რეგულაციების შესაბამისად;
- სკოლის ადმინისტრაციასთან უწყვეტი თანამშრომლობა უსაფრთხოების საკითხებზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- D კატეგორიის მართვის მოწმობა;
- მსგავსი პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დისციპლინირებულობა.
ცოდნა, უნარები და შესაძლებლობები:
- სკოლაში უსაფრთხოების დაცვის წესები;
- ბავშვის უფლებათა კონვენცია;
- სკოლის შინაგანაწესი;
- შიდასამართლებრივი აქტები;
- ფიზიკური მომზადება.
სამუშაო გრაფიკი:
- ორშაბათი – პარასკევი
- სრული განაკვეთი
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ევროპული სკოლა" აცხადებს ვაკანსიას დაცვა-მძღოლის პოზიციაზე.
განაცხადის შესავსებად ეწვიეთ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

