დაცვა
- მისამართი
- თბილისი, Tbilisi
- სამუშაო გრაფიკი
- ცვლიანი სამუშაო გრაფიკი ( სამდღეში ერთხელ )
სრული აღწერა
საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების ( ოლეინა, ლინდტი, მაკფა, ჰაგისი, ბიუბჰენი, ნუტრილონი და სხვა ) დისტრიბიუტორს საქართველოში თბილისში აცხადებს დაცვის თანამდებობაზე:
კომპანია სთავაზობს კანდიდატს შემდეგ პირობებს:
- ფიქსირებულ შემოსავალს
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- Fit Pass
- სამუშაო დღეები - ცვლიანი სამუშაო გრაფიკი ( სამდღეში ერთხელ ) .
დაცვის მოვალეობები:
- უზრუნველყოს კომპანიის ტერიტორიისა და გარე პერიმეტრის მუდმივი კონტროლი და უსაფრთხოების დაცვა;
- გააკონტროლოს კომპანიის ტერიტორიაზე შემომავალი და ტერიტორიიდან გამავალი სატრანსპორტო საშუალებები, საჭიროების შემთხვევაში გადაამოწმოს შესაბამისი დოკუმენტაცია;
- უზრუნველყოს დღის ბოლოს დისტრიბუციის ავტომობილებში დატვირთული პროდუქციის კონტროლი და ავტომობილების დადგენილი წესით დალუქვა;
- უზრუნველყოს კომპანიის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებისა და პარკირების პროცესის მოწესრიგება;
- სამუშაო დღის დასრულებისა და ობიექტის დახურვის შემდეგ განახორციელოს კომპანიის შიდა და გარე სივრცეების კონტროლი;
- მუდმივად აკონტროლოს სათვალთვალო კამერების მონიტორები და საეჭვო ან უჩვეულო შემთხვევების გამოვლენისას დაუყოვნებლივ აცნობოს უშუალო ხელმძღვანელს;
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის უნარი
- დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი
- სწრაფი რეაგირების უნარი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით
მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება
- დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს „მზიური, საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 11 55.
- მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;
- სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
- ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხირდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმობის შესახებ;
- მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს „მზიური-ს“ ადამიანური რესურსების სამსახური;
- მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
- ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 6 თვე; 8. ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ -
● მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
● მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
● მონაცემთა გასწორების , განახლებისა და შევსების უფლება;
● მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
● წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
● მონაცემთა გადატანის უფლება;
● ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები; ● თანხმობის გამოხმობის უფლება;
● გასაჩივრების უფლება’
- შპს „მზიური“ თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება


