დასუფთავების ზედამხედველი
გამოქვეყნდა 16 ოქტბოლო ვადა: 16 ნოე
- ქალაქი
- გუდაური
სრული აღწერა
"Gudauri Lodge" აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების ზედამხედველის თანამდებობაზე.
ადგილმდებარეობა: გუდაური
ანგარიშვალდებულება: დასუფთავების სამსახურის მენეჯერი
დამატებითი ბენეფიტები: სასტუმრო თანამშრომლებს უზრუნველყოფს კვებით, საცხოვრებელი ადგილით და ჯანმრთელობის დაზღვევით
ფუნქცია-მოვალეობები:
- ყველა ნომრის შემოწმება შესაბამისი სტატუსის მიხედვით
- ახალი თანამშრომლებისათვის საჭირო მითითებების მიცემა
- ცვლაში მომუშავე თანამშრომლებისათვის დავალებების გადანაწილება
- დეპარტამენტის საერთო საქმიანობის კოორდინირება და მეთვალყურეობა
- ცვლის მანძილზე წარმოშობილი პრობლემების მოგვარება
- დეპარტამენტების მენეჯერის მიერ მოცემული სხვა დავალებების შესრულება
- სამუშაო მარაგის შემოწმება
- დიასახლისებისათვის ტრენიგის ჩატარება მასალების და აპარატურის სწორად გამოყენების თემაზე
- საზოგადოებრივი თავშეყრის ტერიტორიების დალაგების ხარისხის შემოწმება;
- საკუთარი პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფი სასტუმრო ფართის დასუფთავების კონტროლი სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად
- სტუმრის მიერ გათავისუფლებულ ოთახებში აღმოჩენილი სტუმრის ნივთების უსაფრთხოებისა და დაცვის განყოფილებაში მიტანა დაუყოვნებლივ, ხოლო აღმოჩენილი ძვირფასი ნივთების, მაგ. ფული, მართვის მოწმობა, თვითმფრინავის ბილეთები, ფინანსური კონტროლიორისთვის გადაცემა
- ხალიჩის სისუფთავის შემოწმება და მისი შამპუნირების წმენდის პერიოდული დაგეგმვა
ნომრების წინ დერეფნების მოწესრიგება-დასუფთავების შემოწმება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- სამუშაო გამოცდილება სასტუმროს დასუფთავების სფეროში
- დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@gudaurilodge.ge 2026 წლის 21 ოქტომბრამდე, წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
