დასუფთავების დეპარტამენტის კოორდინატორი
გამოქვეყნდა 10 ნოებოლო ვადა: 10 დეკ
- ანაზღაურება
- 1 200 ₾
- ქალაქი
- ქუთაისი
- სამუშაო გრაფიკი
- 09:00-17:00
სრული აღწერა
"Newport Hotel Kutaisi" აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების დეპარტამენტის კოორდინატორის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: 09:00-17:00;
- შესვენება: 2 საათი;
- კვება: ორჯერადი.
- კვირაში ერთი დღე დასვენება,
- ანაზღაურება 1200 ლარი.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- დასუფთავების დეპარტამენტის ყოველდღიური სამუშაო პროცესის ორგანიზება და კონტროლი;
- თანამშრომლების სამუშაო გრაფიკის შედგენა და სამუშაო ცვლების განაწილება;
- თანამშრომლების საქმიანობის კოორდინაცია და სამუშაო დავალებების გადანაწილება;
- სასტუმროს ნომრებისა და საერთო სივრცეების სისუფთავის ხარისხის კონტროლი;
- დასუფთავების პროცესის სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად მართვა;
- საოპერაციო პროცესში გამოვლენილი ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრა,
- თვის ბოლოს მინიბარის პროდუქციის ნაშთების დათვლა და აღრიცხვა;
- სასტუმროს ნომრებისთვის განკუთვნილი Amenities-ის (სტუმრისთვის განკუთვნილი ჰიგიენური საშუალებები) რაოდენობის კონტროლი და აღრიცხვა;
- საჭიროების შემთხვევაში, სხვა დეპარტამენტებთან ეფექტური კომუნიკაცია და თანამშრომლობა.
აუცილებელი მოთხოვნები და პიროვნული უნარები:
- მოწესრიგებული (Grooming) სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად;
- პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა;
- გუნდის მართვისა და ორგანიზების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- სისუფთავისა და ჰიგიენის მაღალი სტანდარტების დაცვა;
- თანამშრომლების სამუშაო გრაფიკის შედგენისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი.
ჩვენ ვეძებთ ორგანიზებულ, პასუხისმგებლობიან და დეტალებზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელიც შეძლებს დასუფთავების დეპარტამენტის ეფექტურად მართვას, მომსახურების მაღალი სტანდარტების შენარჩუნებას და გუნდის კოორდინირებულ მუშაობას.
დაინტერესების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: contact@newporthotelkutaisi.com
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
