დასავლეთ საქართველოს რეგიონალური მენეჯერი
- ანაზღაურება
- შეთანხმებით
- მისამართი
- ქ. ქუთაისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ
სრული აღწერა
კომპანია TALENTIS აცხადებს ვაკანსიას რეგიონალური
მენეჯერის პოზიციაზე დასავლეთ საქართველოს რეგიონში პარტნიორი ფარმაცევტული კომპანიისთვის,
რომელიც საქართველოს ბაზარზე წარმოადგენს წამყვან ევროპულ მწარმოებლებსა და მათ ინოვაციურ
სამედიცინო პროდუქციას.
სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი
ანაზღაურება: შეთანხმებით
დამატებითი საკომპენსაციო პაკეტი: ჯანმრთელობის დაზღვევა, სატრანსპორტო და სატელეფონო
ხარჯების ანაზღაურება;
ძირითადი მოვალეობები:
- დასავლეთ საქართველოს რეგიონში სამედიცინო წარმომადგენელთა გუნდის
ეფექტური მართვა და კოორდინაცია;
- გაყიდვების რეგიონალური გეგმების დასახვა, გუნდისთვის გაცნობა და
შედეგების მუდმივი მონიტორინგი;
- ფარმაცევტული ბაზრის ტენდენციების, კონკურენტული გარემოსა და სამომხმარებლო
მოთხოვნის ანალიზი;
- გაყიდვების სტიმულირება, პრობლემური სიტუაციების იდენტიფიცირება
და ოპერატიული გადაჭრის გზების შემუშავება;
- ყოველდღიური რეპორტინგის კონტროლი, ანალიზი და გუნდისთვის კონსტრუქციული
უკუკავშირის მიწოდება;
- სამედიცინო წარმომადგენელთა პროფესიული განვითარებისა და სამუშაო
პროცესში ჩართულობის მხარდაჭერა;
- რეგიონში მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა, ინიცირება და განხორციელების
მონიტორინგი;
- რეგულარული ანგარიშგება
ცენტრალური ოფისის ხელმძღვანელობასთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო ან ფარმაცევტული განათლება;
- ფარმაცევტულ სფეროში ჯგუფის/რეგიონალური მენეჯერის ან უფროსი სამედიცინო
წარმომადგენლის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
- მართვის მოწმობა (B კატეგორია) და ავტომობილის მართვის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების (MS Office: Excel, Word, PowerPoint) კარგი
ცოდნა;
- უცხო ენების (ინგლისური/რუსული) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარები:
- ლიდერული თვისებები და გუნდის მართვის უნარი;
- შედეგზე და დასახული მიზნების მიღწევაზე ორიენტირებულობა;
- ძლიერი ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი;
- ეფექტური მოლაპარაკებებისა და კომუნიკაციის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ინიციატივიანობა.
განაცხადის მიღების წესი: დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: pharmhrvacancy@gmail.com
სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საშუალო რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- მივლინებები
- კი(ქვეყანაში)
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- გამოცდილება აუცილებელია
- გამოცდილება 2 წლიდან
- განათლების დონე(ები)
- ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები
- ქართული,ინგლისური,რუსული
- ენები
- ქართული, ინგლისური, რუსული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
