დამწყები საიტ მენეჯერი
- ანაზღაურება
- 1 500–2 000 ₾
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- ორშაბათი–შაბათი
- მისამართი
- თბილისში მდებარე კომპანიის მიმდინარე სამშენებლო ობიექტები
სრული აღწერა
სამშენებლო კომპანია შპს „ალუმეტ“ აცხადებს ვაკანსიას Junior Site Manager / დამწყები საიტ მენეჯერის პოზიციაზე.
შპს „ალუმეტ“ 2009 წლიდან საქმიანობს სამშენებლო სფეროში. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა ალუმინისა და მინის საფასადე სისტემების, ალუმინისა და მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების, ვენტილირებადი ფასადებისა და მინის მოაჯირების მოწყობა.
ვეძებთ სამშენებლო ან შესაბამისი ტექნიკური მიმართულების სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, რომლებსაც სურთ პრაქტიკული გამოცდილების მიღება, პროფესიული განვითარება და მომავალში Site Manager-ის პოზიციაზე ჩამოყალიბება.
სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის.
შერჩეული კანდიდატი იმუშავებს კომპანიის პროექტების მენეჯერის უშუალო ხელმძღვანელობით და სამუშაო პროცესში მიიღებს საჭირო პრაქტიკულ ცოდნასა და გამოცდილებას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- სამშენებლო ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების ყოველდღიური მონიტორინგი;
- შესრულებული სამუშაოების ნახაზებთან და პროექტთან შესაბამისობის გადამოწმებაში მონაწილეობა;
- სამუშაოების მოცულობებისა და შესრულების პროგრესის აღრიცხვა;
- მიმდინარე სამუშაოების ფოტო-ფიქსაცია და პროგრესის შესახებ პროექტების მენეჯერის ინფორმირება;
- შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლში მონაწილეობა;
- ბრიგადებთან და ობიექტზე მომუშავე სხვა მონაწილეებთან ყოველდღიური კომუნიკაცია;
- საჭირო მასალებისა და მომარაგების მოთხოვნების დროული დაფიქსირება და პროექტების მენეჯერისთვის ინფორმაციის მიწოდება;
- სამშენებლო ნახაზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის გაცნობა და მათთან მუშაობა;
- ობიექტზე არსებული პრობლემებისა და შეფერხებების დროული დაფიქსირება და პროექტების მენეჯერის ინფორმირება;
- უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვაზე დაკვირვება და შესაძლო დარღვევების შესახებ პასუხისმგებელი პირების ინფორმირება;
- პროექტების მენეჯერის მიერ გაცემული სამუშაო დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- სამშენებლო, არქიტექტურის ან სხვა შესაბამისი ტექნიკური მიმართულების მე-3 კურსის ან უფრო მაღალი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
- სამშენებლო სფეროში მუშაობისა და განვითარების სურვილი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალების მიმართ ყურადღება;
- ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი;
- კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
- Excel-ის ცოდნა;
- AutoCAD-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- სამუშაო გამოცდილება არ არის სავალდებულო.
სამუშაო პირობები
- სამუშაო ადგილი — თბილისში მდებარე კომპანიის მიმდინარე სამშენებლო ობიექტები;
- სამუშაო დღეები — ორშაბათი–შაბათი;
- პირველი 3 თვის განმავლობაში ანაზღაურება — 1,500 ლარი;
- 3-თვიანი სასწავლო/გამოსაცდელი პერიოდის წარმატებით გავლის შემდეგ — 2,000 ლარი;
- შემდგომში — ანაზღაურების ზრდის პერსპექტივა კვალიფიკაციის, გამოცდილებისა და პასუხისმგებლობის ზრდის შესაბამისად;
- პრაქტიკული სწავლება გამოცდილი პროექტების მენეჯერის ხელმძღვანელობით;
- პროფესიული განვითარებისა და მომავალში Site Manager-ის პოზიციაზე ზრდის შესაძლებლობა.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: alumet.ge დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV: agobronidze@alumet.ge და სათაურში მიუთითეთ: „Junior Site Manager“.
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საწყისი რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება
- ფიქსირებული 1500 - 2000
- განათლების დონე(ები)
- ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები
- ინგლისური,რუსული
- ენები
- ინგლისური, რუსული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
