დამწყები აუდიტორი
- ანაზღაურება
- 2 000–2 500 ₾
- მისამართი
- ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. N12, King David-ის ბიზნეს ცენტრი მე-9 სართული
- სამუშაო გრაფიკი
- 10:00-19:00 ორშაბათი-ხუთშაბათი, 10:00-17:00 პარასკევი (სამუშაო საათები შეიძლება არაარსებითად კორექტირდეს აპლიკანტის მოთხოვნისამებრ)
სრული აღწერა
ბიზნეს საკონსულტაციო და აუდიტორული კომპანია - "TaxInfo" აცხადებს ვაკანსიას დამწყები აუდიტორის პოზიციის დასაკავებლად.
დეტალური ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ:
- ვაკანსიის დასახელება: დამწყები აუდიტორის პოზიცია.
- სამუშაოს ტიპი: სრული;
- სამუშაო ანაზღაურება: 2 000-2 500 ლარი კვალიფიკაციიდან გამომდინარე (net, გადასახადების გარეშე)
- სამუშაო საათები: 10:00-19:00 ორშაბათი-ხუთშაბათი, 10:00-17:00 პარასკევი (სამუშაო საათები შეიძლება არაარსებითად კორექტირდეს აპლიკანტის მოთხოვნისამებრ);
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. N12, King David-ის ბიზნეს ცენტრი მე-9 სართული.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით (დამამთავრებელი კურსის სტუდენტების ჩათვლით);
- ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების საფუძვლიანი ცოდნა;
- საოფისე პროგრამა Excel-ის სრულყოფილი ცოდნა
დამატებითი მოთხოვნები (პრიორიტეტულობის მიხედვით):
- ფინანსური/ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების ცოდნა;
- საგადასახადო აღრიცხვის პრინციპების ცოდნა;
- Rs.ge - იზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია არანაკლებ 1 წლისა - არა სავალდებულო მოთხოვნა);
- ერთ-ერთი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის ცოდნა;
- ფასს სტანდარტების ცოდნა (არასავალდებულო მოთხოვნა);
- ინგლისური ენის ცოდნა (არა სავალდებულო მოთხოვნა);
- რუსული ენის ცოდნა (არა სავალდებულო მოთხოვნა).
მოვალეობები:
- ბუღალტრული/ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგება მცირე ან/და საშუალო ზომის კომპანიებში;
- საგადასახადო-აღრიცხვა ანგარიშგება: საგადასახადო დეკლარაციების და სხვა სავალდებულო ინფორმაციის წარდგენა;
- მცირე ან/და საშუალო ზომის კომპანიების აღრიცხვა-ანგარიშგების საგადასახადო/ფინანსური აუდიტი.
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიული ზრდის უნიკალურ შანსს: დროის მცირე პერიოდში მოახდინოთ ერთდროულად ფინანსურ და საგადასახადო აღრიცხვა ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროში საფუძვლიანი ცოდნა-გამოცდილების დაგროვება;
- საუკეთესო სამუშაო პირობებს;
- უფასო ტრენინგებს საგადასახადო კანონმდებლობაში
შერჩევის პროცედურა:
1 ეტაპი: რეზიუმეს განხილვა და ტესტირებაზე დასაბარებელ კანდიდატთა შერჩევა;
2 ეტაპი: შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება და ტესტირება ბუღალტრულ აღრიცხვაში;
3 ეტაპი: ფინალური გასაუბრება
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: taxinfo.ge@gmail.com
პერსონალურ მონაცემთა დაცვა:
პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს "ქართული ბიზნეს კონსალტინგ ჯგუფის" (ს/ნ 404379203) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ნორმების სრული დაცვით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
