დამლაგებელი - ბათუმი
- ანაზღაურება
- 800 ₾ / თვე
- ქალაქი
- ბათუმი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე
- გამოცდილება
- 1 წლამდე
სრული აღწერა
"Midea" -შპს „ემტექნიკსი“ აცხადებს ვაკანსიას „დამლაგებლის “ პოზიციაზე ქ.ბათუმში
დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@midea.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე : 591960129
გამოყენებული იქნება კანდიდატთა შერჩევის შემდეგი პროცედურები:გასაუბრება.
მოგახსენებთ, რომ შპს „ემტექნიკსი“ დასაქმების მსურველი კანდიდატის ვაკანტურ თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით წინასახელშეკრულებო ეტაპზე ამუშავებს კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს იმ მოუცლობით და მასშტაბით რაც აუცილებელია დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისა და კვალიფიციური კადრების შერჩევის მიზნით. შპს „ემეტქნიკსი“-ს მიერ კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მასთან დაკავშირებული სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვით.
წინასახელშეკრულებო ურთიერთობის დასრულების შემდგომ კანდიდატის შესახებ პერსონალური ინფორმაცია შესაბამისი წესით შპს „ემტექნიკსი“-ს მიერ ინახება 1 წლის ვადით, საქართველოს შრომის კანონმდებლობით დავის წამოწყების თეორიული შესაძლებლობის გამო. ამასთანავე, კანდიდატის პერსონალური ინფორმაცია დამუშავდება ვაკანტური პოზიციებზე გათვალისწინების მიზნითაც მითითებული ვადით.
მოგახსნებთ, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონით მონიჭებული უფლებების განხორციელების მიზნით უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მოითხოვოთ კომპანიაში არსებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაცია, მათი დამუშავების შეწყვეტა, მონაცემთა დაბლოკვა, წაშლა, განადგურება ან დეპერსონალიზაცია უსასყიდლოდ, ამასთანავე ისარგებლოთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული უფლებებით. აღნიშნულისთვის გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@midea.ge, ან დაგვიკავშირდეთ სატელეფონო ნომერზე: 0322 52 43 43;
გთხოვთ, მოგვაწოდეთ თქვენი რეზიუმე მხოლოდ წინასახელშეკრულებო ურთიერთობის დაწყების სურვილის შემთხვევაში, რელევანტური მონაცემების მითითებით.
მოვალეობები:
- სასაწყობე სივრცის სისუფთავისა და ჰიგიენური ნორმების დაცვა;
- საწყობის იატაკის, ზედაპირებისა და საერთო სარგებლობის სივრცეების რეგულარული დასუფთავება;
- დასუფთავებისთვის საჭირო ინვენტარისა და საწმენდი საშუალებების სწორად გამოყენება და შენახვა;
- დასუფთავების პროცესში უსაფრთხოების წესების დაცვა;
- დაკისრებული მოვალეობების დროულად და ხარისხიანად შესრულება;
- სასაწყობე სივრცეში არსებული დაზიანების ან სხვა ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება.
პირობები:
- სამუშაო გრაფიკი — კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე;
- ანაზღაურება — ფიქსირებული ხელფასი 800 ლარი;
- ჯანმრთელობის დაზღვევა.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

