თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მომსახურებადამლაგებელი
გამოქვეყნდა 9 ოქტბოლო ვადა: 30 ოქტ
სრული აღწერა
"სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი" მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილებაში იწვევს კანდიდატებს დამლაგებლების პოზიციის დასაკავებლად.
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პიროვნულ თვისებებს:
- მოწესრიგებული;
- ორგანიზებული;
- პუნქტუალური;
- ენერგიული;
- შრომისმოყვარე;
- ჰქონდეს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ფუნქცია-მოვალეობები:
- თსუ-ს კუთვნილ ტერიტორიაზე მასზე განპირობებული ფართის დალაგება-დასუფთავება;
- სანიტარული და ჰიგიენური პირობების დაცვა.
დაინტერესებული კანდიდატი უნდა გამოცხადდეს 2026 წლის 12 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით (შაბათ კვირის გარდა 11 სთ-დან 17 სთ-მდე), თსუ-ს პირველ კორპუსში (თბილისი. ი. ჭავჭავაძის გამზ. N1; ოთახი 118).
კანდიდატმა თან უნდა იქონიოს:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- ავტობიოგრაფია/CV;
- სამუშაო გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
შრომის ანაზღაურება თვეში:
- 605 ლარი - ფართის დალაგება-დასუფთავება (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით);
- 715 ლარი - სველი წერტილის დალაგება-დასუფთავება (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით).
შერჩეული კანდიდატი ჩართული იქნება კორპორაციულ სადაზღვევო სისტემაში.
შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები დაზუსტდება კანდიდატებთან გასაუბრებისას.
დაინტერესების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: vacancy@tsu.ge
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
