დამხმარე პერსონალი - იატაკის საწმენდი აპარატის მართვა
- ბენეფიტები
- · პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას · · სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს · · ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს
სრული აღწერა
სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას დამხმარე პერსონალის (იატაკის საწმენდი აპარატის მართვა) პოზიციაზე თბილისში, დიდუბის ჰიპერმარკეტში.
კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან.
"გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4000-ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 100 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს. დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000-მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია.
კომპანიის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით. გორგია წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.
კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.
ჩვენ გთავაზობთ:
· პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
· სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
· ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
· თანამშრომლისთვის განკუთვნილ ფასდაკლებას:
· კვებას;
· Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
· მარკეტის ტერიტორიის დასუთავება სპეციალური საწმენდი აპარატით;
· მარკეტის სამუშაო პერიმეტრზე სისუფთავის შენარჩუნება და სანიტარული ნორმების დაცვა;
· აპარატის სათანადო მართვა და მოვლა;
· საჭიროებისამებრ სხვა რელევანტური ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· სრული ზოგადი განათლება;
· მსგავს პოზიციაზე მუშაობის 6 თვიანი გამოცდილება;
· ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი.
პიროვნული თვისებები:
· პუნქტუალური;
· პასუხისმგებლიანი;
· კომუნიკაბელური.
გისურვებთ წარმატებას!
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"გორგია" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - დამხმარე პერსონალი (იატაკის საწმენდი აპარატის მართვა),
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

