ფარმარეა
ფინანსებიდამხმარე ბუღალტერი
გამოქვეყნდა 21 სექბოლო ვადა: 21 ოქტ
- მთავარი მოთხოვნა
- ამავე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
- მისამართი
- თბილისი, კახეთის გზატკეცილი. გიორგი ჩიკვაიძის ჩიხი #2
- ბენეფიტები
- ჯანმრთელობის დაზღვევას თანადაფინანსებით · მეგობრულ გარემოს · სამუშაო ადგილი: კახეთის გზატკეცილი. გიორგი ჩიკვაიძის ჩიხი #2
სრული აღწერა
"ფარმარეა ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას დამხმარე ბუღალტრის პოზიციაზე.
თუ ხარ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე და მოტივირებული ადამიანი, მაშინ გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე და გახდი ჩვენი გუნდის წევრი.
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: კვალიფიკაციიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე
ფუნქცია-მოვალეობები:
- ბუღალტრული გატარების (რეალიზაციის, ხარჯების, სალაროს, ბანკის და ა.შ.) ოპერაციების შესრულება და აღრიცხვა;
- შესყიდვებთან და რეალიზაციებთან დაკავშირებული ანგარიშ-ფაქტურების პროგრამული ასახვა და დადასტურება rs.ge-ზე / RS პორტალზე მუშაობა, ;
- დებიტორული/კრედიტორული დავალიანებების/ანგარიშების კონტროლი, შედარებები დებიტორ/ კრედიტორებთან;
- სასაქონლე და მატერიალური მარაგების კონტროლი და აღრიცხვა;
- საბანკო ოპერაციების პროგრამულად ასახვა.
- ყოველთვიური დეკლარაციების შევსების პროცესში მონაწილეობა;
- სალარო ნაშთების კონტროლი;
- სხვადასხვა ბუღალტრული ოპერაციების პროგრამული ასახვა;
- კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით ოპერაციების აღრიცხვა და კლასიფიკაცია;
- კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების/ეკონომიკის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
- აუცილებელია ამავე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- აუცილებელია საოფისე პროგრამების Word, Excel-ის ფლობა;
- სასურველია ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბაზისო დონეზე ცოდნა.
- აუცილებელია საბუღალტრო პროგრამა BALANCE-ში მუშაობის გამოცდილება/ცოდნა.
- რუსული ენის ცოდნა.
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას თანადაფინანსებით;
- მეგობრულ გარემოს.
სამუშაო ადგილი: კახეთის გზატკეცილი. გიორგი ჩიკვაიძის ჩიხი #2
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ შემდეგ ელფოსტაზე: bugalteriareziume@gmail.com
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
