დამხმარე ბუღალტერი
- სამუშაო გრაფიკი
- სრული
- მისამართი
- ქ. ბათუმი, ბოტანიკური ბაღი, ბაღის I შესახვევი, N 3
სრული აღწერა
"Greenwood Hotel & Spa" — 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო ბათუმში, მწვანე კონცხზე, ბათუმის ბოტანიკურ ბაღთან ახლოს. სასტუმრო აერთიანებს კომფორტულ გარემოს, მაღალი ხარისხის მომსახურებას, რესტორანსა და სპა-ველნეს სერვისებს.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ონლაინ პლატფორმებს:
- დამსაქმებლის გვერდის ნახვა
- დამსაქმებლის გვერდის ნახვა
- დამსაქმებლის გვერდის ნახვა
- დამსაქმებლის გვერდის ნახვა
- დამსაქმებლის გვერდის ნახვა
კომპანია აცხადებს ვაკანსიას დამხმარე ბუღალტრის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი - სრული
სამუშაო ადგილი - ქ. ბათუმი, ბოტანიკური ბაღი, ბაღის I შესახვევი, N 3.
უშუალო ხელმძღვანელი- მთავარი ბუღალტერი
ფუნქცია-მოვალეობები:
- პირველადი დოკუმენტების (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები, ზედნადებები და ა.შ.) შენახვა, აღრიცხვა, დაარქივება; საგადასახადო მიწოდების და კორექტირების ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა/მიღება;
- RS.ge-ზე მონაცემების შედარება საოპერაციო და ბუღალტრულ პროგრამებთან;
- ბუღალტრული ჩანაწერების შედარება;
- მარაგების ჩამოწერა და მარაგების სისწორის კონტროლი;
- უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, ეკონომიკის, ფინანსების მიმართულებით;
- MS Office-ის პრაქტიკული ცოდნა;
- Fina ბუღალტრული პროგრამის ცოდნა (სასურველია);
- RS.ge-ზე მუშაობის გამოცდილება;
- საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა.
შერჩევის ეტაპები:
- 1. განაცხადების გადარჩევა
- 2. გასაუბრება
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@greenwood.ge გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "დამხმარე ბუღალტერი".
"თქვენ მიერ გამოგზავნილი განაცხადი/CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს.
თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრება შპს "გრინვუდ ჰოტელ".
გაცნობებთ, რომ შპს "გრინვუდ ჰოტელ"-ის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, ვაკანსიის მოთხოვნებთან თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და დამუშავების პრინციპების შესაბამისად.
განაცხადი/CV/რეზიუმე-ს გამოგზავნით კანდიდატი თანხმობას აცხადებს, რომ პერსონალური მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს სხვა მოქმედ და სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
გამოგზავნილი განაცხადი შენახული იქნება არაუმეტეს 6 თვის ვადით, ხოლო კანდიდატის შესაბამის პოზიციაზე აყვანის შემთხვევაში, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობით."
გისურვებთ წარმატებას!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
