ენთებიდამხმარე ბუღალტერი
სრული აღწერა
დამხმარე ბუღალტერი — „ენთები"
გინდა ბუღალტერიაში კარიერა დაიწყო იქ, სადაც შენი სწავლა და განვითარება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც შენი სამუშაო?
„ენთებში" დამხმარე ბუღალტრის პოზიცია პროფესიის შესწავლისა და განვითარების შესაძლებლობაა - რეალურ სამუშაო პროცესში, გამოცდილი გუნდის გვერდით და 700-ზე მეტი კომპანიის მრავალფეროვან გამოცდილებაზე დაყრდნობით.
ვინ ვართ ჩვენ
2015 წლიდან ვართ ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური აუთსორსინგის კომპანია საქართველოში - ბუღალტრული, ფინანსური, საგადასახადო და იურიდიული მომსახურებებით. ჩვენი გუნდი დღეს 700 ზე მეტ კომპანიას ემსახურება, რაც ჩვენს თანამშრომლებს აძლევს იშვიათ შესაძლებლობას ერთდროულად რამდენიმე ინდუსტრიის სპეციფიკაში გაერკვნენ და სწრაფად გაიზარდონ პროფესიულად.
ხელოვნური ინტელექტი ჩვენთან ყოველდღიური სამუშაოს ნაწილია — რუტინას ვამარტივებთ, რომ შენი დრო საინტერესო ამოცანებს დარჩეს.
მეტი ჩვენ შესახებ: ants.ge — ბმულის გახსნა
გუნდის გასაცნობად კი გირჩევთ ჩვენი ვიდეო ნახოთ: ვიდეო www.youtube.com — ბმულის გახსნა
მეტი ჩვენი კარიერის შესახებ LinkedIn-ზე : კარიერა ენთებში bit.ly — ბმულის გახსნა
რას გააკეთებ ყოველდღიურად
- აღრიცხავ პირველად დოკუმენტაციას (ბანკები, შესყიდვები, გაყიდვები, ხელფასები);
- გამოწერ ელექტრონულ ზედნადებებსა და ფაქტურებს;
- ჩაერთვები საიმპორტო ოპერაციების აღრიცხვაში;
- აკონტროლებ სასაქონლო-მატერიალურ მარაგებსა და ძირითად საშუალებებს;
- იმუშავებ დებიტორულ/კრედიტორულ დავალიანებებზე და ბრუნვითი უწყისის ანალიზზე;
- იმუშავებ მთავარ ბუღალტრებთან ერთად — მათგან რეალურად ბევრს ისწავლი.
შენ თუ...
- იცნობ ბუღალტრულ პროგრამებს (Balance-ის ცოდნა - უპირატესად ჩაითვლება);
- გაქვს ფინანსების მიმართულების უმაღლესი განათლება;
- ერკვევი საგადასახადო კანონმდებლობასა და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებში;
- თავისუფლად ფლობ Excel-ს;
- გაქვს მინიმუმ 6 თვის გამოცდილება ბუღალტერიაში;
- ხარ დეტალებზე ორიენტირებული და პასუხისმგებელი გუნდის წევრი;
- ACCA-ის პირველი დონე გავლილი გაქვს — (დამატებითი პლუსი იქნება)
მაშინ ჩვენ გელოდებით
რას გთავაზობთ
- კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევა;
- Fitpass;
- სწავლისა და პროფესიული განვითარების თანადაფინანსება;
- ჰიბრიდული გრაფიკი — კვირაში 1 დღე დისტანციურად;
- გუნდი, სადაც ცოდნის გაზიარება და ურთიერთმხარდაჭერა რეალობაა, არა ლოზუნგი;
- კარიერული ზრდის რეალური შესაძლებლობა, წინასწარ გაწერილი განვითარების გეგმის მიხედვით
პირობები
თბილისი, ნუცუბიძის ქუჩა (მეტრო დელისთან)
სრული განაკვეთი, 10:00–19:00
ანაზღაურება — კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით
CV-ის გაგზავნისას შეგიძლიათ მიუთითოთ თქვენი სახელფასო მოლოდინი
თუ გინდა, რომ ყოველდღიური სამუშაო შენს პროფესიულ ზრდად გარდაიქმნას — მოდი, გაგიცნობთ.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ენთები" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: დამხმარე ბუღალტერი
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
