დაიწყე კარიერა თეგეტაში
სრული აღწერა
დაიწყე კარიერა თეგეტაში!
ეძებ პირველ სამსახურს ან გსურს ახალი პროფესიის დაუფლება? დაიწყე კარიერა თეგეტასთან ერთად!
თეგეტა უკვე 31 წელია ქმნის საავტომობილო ინდუსტრიის განვითარების შესაძლებლობებს და დღეს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში უმსხვილესი საავტომობილო კომპანიაა. ჩვენი წარმატებისა და მუდმივი განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალა პროფესიონალების გუნდია.
ჩვენ გვჯერა, რომ წარმატებული კარიერა იწყება შესაძლებლობით, ისწავლო, განვითარდე და საკუთარი პოტენციალი რეალურ სამუშაო გარემოში გამოავლინო.
სწორედ ამიტომ, „თეგეტა აკადემიასთან“ ერთად გთავაზობთ პროგრამას „დაიწყე კარიერა თეგეტაში“, რომლის ფარგლებშიც, სამუშაო გამოცდილების გარეშეც, შეძლებ დაეუფლო ახალ პროფესიას და მიიღო თეგეტაში დასაქმების შესაძლებლობა.
პროგრამა მოიცავს პროფესიულ სწავლებას გაყიდვებისა და სერვისის მიმართულებით და შესაბამის პოზიციებზე დასაქმების შესაძლებლობას.
ვის ვეძებთ?
პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს კარიერის დაწყება ან ახალი პროფესიის დაუფლება.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ:
- იყო სტუდენტი ან გქონდეს ბაკალავრის ხარისხი, (მექანიკოსის პოზიციაზე არ არის სავალდებულო);
- გქონდეს სწავლისა და განვითარების მოტივაცია;
- შეგეძლოს ანალიტიკური აზროვნება და არგუმენტირებული მსჯელობა;
- გეხერხებოდეს საქმის ორგანიზება და დაგეგმვა;
- იყო დეტალებზე ორიენტირებული;
- გქონდეს კომუნიკაციისა და პრეზენტაციის კარგი უნარები;
- მარტივად ადაპტირდებოდე ახალ გარემოსთან.
სამუშაო გამოცდილება აუცილებელი არ არის!
რას გთავაზობთ?
- კომპანიის მიერ სრულად დაფინანსებულ პროფესიულ სწავლებას;
- თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარებას;
- თეგეტას პროდუქტებისა და სამუშაო პროცესების გაცნობას;
- პროფესიონალებისგან სწავლისა და რეალურ სამუშაო გარემოში გამოცდილების მიღების შესაძლებლობას;
- პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ თეგეტაში დასაქმების შესაძლებლობას.
როგორ მიმდინარეობს შერჩევა?
შერჩევის პროცესი მოიცავს სამ ეტაპს:
- ტესტირება;
- გასაუბრება;
- საბოლოო შეხვედრა და გადაწყვეტილების მიღება.
რას მოიცავს სასწავლო პროცესი?
შერჩეული კანდიდატები „თეგეტა აკადემიასთან“ ერთად გაივლიან ინტენსიურ სასწავლო კურსს, რომელიც გაგრძელდება მინიმუმ 2 თვის განმავლობაში.
სწავლების პროცესში მონაწილეები მიიღებენ საბაზისო ცოდნას ავტომობილის აგებულების შესახებ, გაეცნობიან თეგეტას პროდუქტებს, მომსახურების სტანდარტებსა და სამუშაო პროცესებისთვის საჭირო შიდა პროგრამებს.
სწავლება სრულად დაფინანსებულია კომპანიის მიერ და ჩატარდება თბილისში.
პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ კომპანიისგან სტიპენდიას, სიმბოლურ საჩუქრებს და დასაქმდებიან „თეგეტა მოტორსის“ თბილისის სხვადასხვა ფილიალებში.
რა დაგხვდება თეგეტაში?
- პროფესიონალებისა და გამოცდილების გაზიარებაზე ორიენტირებული გუნდი;
- კარიერული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობები;
- პროფესიული ტრენინგები და უწყვეტი სწავლების გარემო;
- სამედიცინო დაზღვევა დასაქმებული თანამშრომლებისთვის;
- კორპორაციული შეთავაზებები და ბენეფიტები.
როგორ ჩაერთო პროგრამაში?
გადადი ბმულზე, შეავსე აპლიკაცია და შემოუერთდი პროგრამას „დაიწყე კარიერა თეგეტაში“!
სწავლება სრულად დაფინანსებულია კომპანიის მიერ და გაძლევს შესაძლებლობას, დაეუფლო ახალ პროფესიას და დაიწყო კარიერა თეგეტაში.
შეავსე აპლიკაცია ან გამოგვიგზავნე რეზიუმე: career@tegetamotors.ge
შენი კარიერული ისტორია შეიძლება სწორედ აქ დაიწყოს თეგეტაში!
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - დაიწყე კარიერა თეგეტაში,
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

