Customer Support Specialist Reserve
გამოქვეყნდა 15 სექბოლო ვადა: 15 ოქტ · იწურება
- მისამართი
- თბილისი, ნუცუბიძის 129ა
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- 3 ცვლა 09:00-17:00 / 17:00-00:00 / 00:00-09:00, ან 10:00-19:00 (სრულ ან ნახევარ განაკვეთზე)
- გამოცდილება
- საშუალო (middle), უმცროსი (junior), 2 წლამდე
- ბენეფიტები
- day off, დაზღვევა, სათამაშო სივრცე, ფიტნეს აბონიმენტი, კორპორატიული ღონისძიებები, ტრენინგების დაფინანსება
სრული აღწერა
შემოუერთდი "TNET"-ის ციფრულ ეკოსისტემას სარეზერვო მომხმარებლის მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე!
სამუშაო ადგილი: თბილისი, ნუცუბიძის 129ა
სამუშაო გრაფიკი: 3 ცვლა 09:00-17:00 / 17:00-00:00 / 00:00-09:00, ან 10:00-19:00 (სრულ ან ნახევარ განაკვეთზე)
სარეზერვო თანამშრომელს შესაძლებლობა ექნება:
- სიღრმისეულად შეისწავლოს სატელეფონო მომსახურების სტანდარტები და გაეცნოს კონტენტის მართვის ტექნიკებს;
- ჩაერთოს რეალურ სამუშაო პროცესში და გამოიმუშაოს პრობლემის გადაჭრის, ეფექტური კომუნიკაციის, პრიორიტეტების დასახვის, გუნდური მუშაობისა და დროის მართვის უნარები;
- დასაქმდეს სრულ განაკვეთზე მუდმივი ხელშეკრულებით.
შენი როლი „თინეთში“ :
- ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის შესწავლა და მომხმარებლისათვის ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება;
- პრობლემის არსებობის შემთხვევაში ყველა შესაძლო ალტერნატივის მოძიება, მომხმარებელზე მაქსიმალურად მორგებული გადაწყვეტილების/ალტერნატივის შეთავაზება;
- ელფოსტისა და სხვა კომუნიკაციის საშუალებებით მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა;
- მომხმარებლებთან სატელეფონო კომუნიკაცია.
ეს ვაკანსია შენთვისაა, თუ:
- გაქვს ქართულ ენაზე გამართული წერისა და მეტყველების უნარი;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია;
- ფლობ საოფისე პროგრამების;
- ფლობ ინგლისურ ენას სასაუბრო დონეზე.
"თინეთში" დაგხვდება:
- ცოდნის გაზიარების და უწყვეტი სწავლების კულტურა;
- ინოვაციებზე, ზრდაზე ორიენტირებული გუნდი;
- მრავალფეროვანი, თანასწორი და ინკლუზიური ფასეულობები;
- მოქნილი სამუშაო გარემო.
თუ გსურს, რომ შემოუერთდე საქართველოში ყველაზე დიდ ციფრულ ეკოსისტემას გამოგვიგზავნე რეზიუმე.
კატეგორია: საოფისე / ქოლ-ცენტრის ოპერატორი
გამოცდილება: საშუალო (middle), უმცროსი (junior), 2 წლამდე
ენები: ქართული (მშობლიური), ინგლისური (კარგად)
განათლება: სტუდენტი, ბაკალავრი
ბენეფიტები: day off, დაზღვევა, სათამაშო სივრცე, ფიტნეს აბონიმენტი, კორპორატიული ღონისძიებები, ტრენინგების დაფინანსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
