CNC დანადგარის ოპერატორი
- ანაზღაურება
- 1 500+ ₾
- მისამართი
- თბილისი, ეველინა თავაძის ქ. 12ზ
- სამუშაო გრაფიკი
- კვირაში 6 სამუშაო დღე, 09:00-18:00
სრული აღწერა
"Geo Decor" აცხადებს ვაკანსიას CNC დანადგარის ოპერატორის პოზიციაზე.
ვეძებთ პასუხისმგებლიდან და ტექნიკურად მოაზროვნე ადამიანს, რომელიც იმუშავებს თანამედროვე იტალიურ Biesse Rover-ის CNC დანადგარზე და ჩაერთვება ავეჯის დეტალების, ფასადებისა და დეკორატიული ელემენტების წარმოების პროცესში.
ძირითადი მოვალეობები:
- Biesse Rover-ის CNC დანადგარის მართვა და სამუშაო პროცესის კონტროლი;
- bSuite / bSolid / bNest პროგრამულ გარემოში მომზადებული ფაილებისა და ნესტინგ-რუკების დანადგარზე გაშვება;
- MDF-ის, ლამინირებული დსპ-ისა და სხვა ფილოვანი მასალების დამუშავება (ჭრა, ფრეზირება, ნესტინგი, ბურღვა);
- ფრეზებისა და საბურღი ინსტრუმენტების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში შეცვლა;
- დანადგარის ტექნიკური გამართულობისა და სისუფთავის უზრუნველყოფა;
- დამუშავებული დეტალების ზომებისა და ხარისხის კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- CNC დანადგარზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია ავეჯის წარმოების მიმართულებით);
- ტექნიკური ნახაზების წაკითხვისა და საზომი ხელსაწყოების გამოყენების ცოდნა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, სიზუსტე და პუნქტუალურობა.
დამატებით უპირატესობად ჩაითვლება:
- Biesse-ს დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება;
- bSolid / bNest პროგრამების ცოდნა.
მნიშვნელოვანია: Biesse-ს დანადგარზე მუშაობის გამოცდილება სავალდებულო არ არის. განვიხილავთ სხვა ტიპის CNC დანადგარებზე გამოცდილების მქონე კანდიდატებსაც. შერჩეულ თანამშრომელს ადგილზე შევასწავლით Biesse Rover-ის სპეციფიკასა და შესაბამის პროგრამულ გარემოში მუშაობას.
სამუშაო პირობები:
- კომპანია: Geo Decor
- მისამართი: თბილისი, ეველინა თავაძის ქ. 12ზ
- გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე, 09:00-18:00;
- შესვენება: 1 საათი;
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1500 ლარიდან + ბონუსი (გამომუშავებული თანხის პროცენტი);
- გამოსაცდელი პერიოდი: ანაზღაურებადი.
დაინტერესების შემთხვევაში:
გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ ფოსტაზე: cnc@geodecor.ge ელფოსტის სათაურში (Subject) მიუთითეთ: CNC ოპერატორი.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

