Client Partner
- მისამართი
- ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა N34
- სამუშაო გრაფიკი
- სრული განაკვეთი
სრული აღწერა
"CoobX" არის გუგლის ოფიციალური გაყიდვების პარტნიორი (Google Marketing Platform Sales Partner) და Google Cloud-ის პარტნიორი კომპანია, რომელიც ოპერირებს კავკასიის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონებში. "CoobX"-ის მთავარი მისიაა, დაეხმაროს მარკეტინგულ სააგენტოებსა და ბრენდებს Google Marketing Platform-ის ინსტრუმენტების - DV360, CM360, SA360 და GA360 - დანერგვაში, კონფიგურაციასა და ეფექტიანად გამოყენებაში.
"CoobX Georgia" აცხადებს ვაკანსიას Client Partner-ის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა N34
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 2000 (NET) + ბონუსი
ფუნქცია-მოვალეობები:
- პოტენციური პარტნიორების აქტიური მოძიება, პირველადი კონტაქტის დამყარება და ახალი ბიზნეს შესაძლებლობების გენერირება;
- კლიენტების ბიზნეს საჭიროებების იდენტიფიცირება, ინდივიდუალური კომერციული წინადადების მომზადება, მოლაპარაკებების წარმართვა და ხელშეკრულების გაფორმება;
- ახალი პარტნიორების ონბორდინგის მართვა, ვებინარებისა და პრეზენტაციების ინიცირება CoobX-ის ეკოსისტემაში მათი ეფექტიანი ინტეგრაციისთვის;
- პოტენციური კონტაქტების, მიმდინარე მოლაპარაკებებისა და პარტნიორული სტატუსების აღრიცხვა და ორგანიზება;
- საპრომოციო კონტენტის ადაპტაცია/ოპტიმიზაცია, განთავსება და მონიტორინგი;
- მარკეტინგული პროექტების/სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა, ივენთების მოძიება და აქტივობების კალენდრის მართვა;
- განხორციელებული კამპანიების შედეგების შეფასება და რეპორტინგი.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის ან მომიჯნავე მიმართულებებში;
- Google Marketing Platform-ის პროდუქტების საბაზისო ცოდნა და ინტერესი სარეკლამო ტექნოლოგიების მიმართ;
- მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ციფრულ მარკეტინგში ან B2B გაყიდვებში, სასურველია ციფრული მარკეტინგის, AdTech ან მედიის სფეროში;
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (B2-C1).
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
- ეფექტიანი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- სწრაფი ადაპტაციისა და ათვისების უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - info.ge@coobx.net და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "Client Partner".
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
