ჭურჭლის მრეცხავი
გამოქვეყნდა 27 ნოებოლო ვადა: 27 დეკ
- მისამართი
- საბურთალო, თბილისი
სრული აღწერა
"ვინორიუმი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ჭურჭლის მრეცხავი.
ლოკაცია: საბურთალო, თბილისი
გვესაჭიროება ჭურჭლის მრეცხავი, რომელიც უზრუნველყოფს სამზარეულოსა და მომსახურების სივრცეში ჭურჭლისა და ინვენტარის სისუფთავეს და ჰიგიენური ნორმების დაცვას.
ძირითადი მოვალეობები:
- გამოყენებული ჭურჭლის, სამზარეულოს ინვენტარისა და სამუშაო მოწყობილობების დროული და ხარისხიანი რეცხვა
- ჭურჭლისა და ინვენტარის გასუფთავება და დეზინფექცია ჰიგიენური სტანდარტების შესაბამისად
- სუფთა ჭურჭლისა და ინვენტარის სწორად განლაგება და შენახვა
- სამრეცხაო სივრცის სისუფთავისა და მოწესრიგების უზრუნველყოფა
- სარეცხი საშუალებების სწორად და უსაფრთხოდ გამოყენება
- ნარჩენების დროული გატანა და სანაგვე სივრცეების სისუფთავის კონტროლი
- ჭურჭლის სარეცხი ტექნიკის გამართული მუშაობის კონტროლი და პრობლემების შესახებ ხელმძღვანელის ინფორმირება
- სურსათის უვნებლობისა და სანიტარული ნორმების დაცვა
ჩვენ გვჭირდება, რომ იყოთ:
- პასუხისმგებლიანი, ორგანიზებული და დისციპლინირებული
- დეტალებზე ორიენტირებული
- გუნდური მუშაობის უნარის მქონე
- ფიზიკურად აქტიურ და დატვირთულ გარემოში სამუშაოდ მზად
უპირატესობა:
- მსგავს პოზიციაზე ან კვების ობიექტში/საწარმოო გარემოში მუშაობის გამოცდილება
- სისუფთავისა და ჰიგიენური ნორმების საბაზისო ცოდნა
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: ttsirekidze@arg.ge. subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

