CAD ინჟინერი
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ · 09:00 – 18:00
სრული აღწერა
ILARIA არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა.
ILARIA პარტნიორი კომპანიისთვის CAD ინჟინერს / ტექნიკურ მხაზველს. რომელიც უზრუნველყოფს საყალიბე სისტემების ზუსტი და დეტალური ნახაზების მომზადებას.
სამუშაო ფორმატი: სრული, on-site
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო საათები: 09:00 – 18:00
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 4
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- პროექტის სპეციფიკაციებისა და სამშენებლო გეგმების საფუძველზე საყალიბე სისტემების ზუსტი და დეტალური ნახაზების მომზადება AutoCAD-ში.
- თითოეული პროექტისთვის საყალიბე სისტემების ზუსტი რაოდენობისა და ტიპის განსაზღვრა, ოპტიმალური და ხარჯთეფექტური გადაწყვეტილებების მიღება.
- პროექტის მენეჯერებთან, ინჟინრებთან და კლიენტებთან მჭიდრო კომუნიკაცია პროექტის საჭიროებებზე მორგებული სისტემების შესათავაზებლად.
- ინდუსტრიის სტანდარტებთან, უსაფრთხოების რეგულაციებთან და პროექტის მოთხოვნებთან სრული შესაბამისობის უზრუნველყოფა დიზაინის ყველა დოკუმენტში.
- შესრულებული ნახაზების სიზუსტისა და თანმიმდევრულობის გადამოწმება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:
- AutoCAD-ის მაღალ დონეზე ცოდნა (აუცილებელია).
- ტექნიკური / ინჟინრული განათლება (სასურველია).
- სამშენებლო/საინჟინრო სფეროში მუშაობის ან ხაზვის გამოცდილება (სასურველია).
- ტექნიკური დოკუმენტაციისა და სამშენებლო ნახაზების კითხვის უნარი.
- დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ილარია" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - CAD ინჟინერი,
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

