დეკორატორ.ჯი
ფინანსებიბუღალტრის თანაშემწე
გამოქვეყნდა 23 სექბოლო ვადა: 23 ოქტ
- მისამართი
- თბილისი, თ. შეშელიძის 3ა
- სამუშაო გრაფიკი
- /საათები: ორშ–პარ: 10:00-18:00
სრული აღწერა
კომპანია "დეკორატორ.ჯი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანაშემწის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების ასახვა საბუღალტრო პროგრამაში;
წინაპერიოდის ინფორმაციის შეტანა
- საბუღალტრო პროგრამაში ინვოისების და შესყიდვების შექმნა და კონტროლი;
- სხვადასხვა შინაარსის საბუღალტრო ოპერაციებისა და დავალებების განხორციელება;
- სხვადასხვა სააღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება/კონტროლი/გატარება პროგრამაში;
- მიღებული საგადასახადო დოკუმენტების აღრიცხვა/გატარება;
- აღრიცხული დოკუმენტაციის შესაბამისად, დებიტორებისა და კრედიტორების კონტროლი;
- პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის შეგროვება, ანგარიშვალდებული პირისგან და ასახვა საბუღალტრო პროგრამაში;
- პირველადი, საგადასახადო დოკუმენტაციის დაარქივება.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება ბუღალტრული მიმართულებით;
- სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში;
- საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა, (Excel-ის ცოდნა სავალდებულოა);
- საგადასახადო კანონმდებლობის საბაზისო ცოდნა;);
- ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა აუცილებელია;
- საბუღალტრო პროგრამა Oris 5 და 7, Super Fin-ში მუშაობის გამოცდილება და ცოდნა.
ფინანსური პირობები: ხელფასი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.
სამუშაო დღეები/საათები: ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00.
ლოკაცია: თბილისი, თ. შეშელიძის 3ა
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: decomart.ge@gmail.com. მიუთითეთ subject: ბუღალტრის თანაშემწე
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
