ბუღალტრის თანაშემწე
- ბენეფიტები
- პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას · კარიერულ განვითარებაში ხელშეწყობას და გრძელვადიანი ბუღალტრული კარიერის დაგეგმვას · პროგრესირებად სახელფასო სისტემას
სრული აღწერა
აუდიტორული კომპანია ‘’ფინო • Fino’’ საერთაშორისო დამოუკიდებელ ბუღალტრულ და იურიდიულ კომპანიათა წამყვანი ჯგუფის MSI Global Alliance-ის ერთადერთი წარმომადგენელია საქართველოში. MSI Global Alliance დაარსდა 30 წლის წინ და წარმოდგენილია 250 კომპანიით მსოფლიოს 100 ქვეყანაში, იგი მიმდინარედ მეშვიდე ადგილს იკავებს ასოციაციებისა და ალიანსების მსოფლიო რეიტინგში.
აუდიტორული კომპანია „ფინო • Fino’’-ს მიზანია, საქართველოში რაც შეიძლება მეტ კომპანიას დაეხმაროს, რომ მათი აღრიცხვა-ანგარიშგება შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს და შესთავაზოს მათ მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტილებები როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. ჩვენ უკვე წლებია ვქმნით კომფორტულ გარემოს ახალგაზრდა პროფესიონალების კარიერული წინსვლისთვის.
ჩვენ გვჯერა, რომ წარმატება მიიღწევა ერთად!
👥დაგვიმეგობრდით სოციალურ სივრცეში: www.facebook.com — ბმულის გახსნა
🔗კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: Https://Fino.Ge
‘’ფინო • Fino’’აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანაშემწის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქციები/პასუხისმგებლობები:
- ბუღალტრული დოკუმენტაციის შედგენა და დამოწმების ორგანიზება
- ბუღალტრული დოკუმენტაციის საბუღალტრო პროგრამაში ასახვა
- ელექტრონული ზედნადებების და ანგარიშ-ფაქტურების მართვა
- მენეჯერის მხრიდან სხვა პროფესიული დავალებების შესრულება და რეპორტინგი
- სხვა მოვალეობების შესრულება, რომლებიც გამომდინარეობს კომპანიის საქმიანობიდან.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ეკონომიკურ ან ფინანსურ სფეროში
- MS Office პროგრამების კარგად ცოდნა
- უპირატესობად ჩაითვლება პროგრამა FINA-ში მუშაობის გამოცდილება
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
- პუნქტუალურობა
- შესასრულებელი სამუშაოების ორგანიზების უნარი
- ყურადღებიანი დეტალების მიმართ
- დროის ეფექტურად მართვის უნარი
- გუნდურად მუშაობის უნარი
- ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
- პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას
- კარიერულ განვითარებაში ხელშეწყობას და გრძელვადიანი ბუღალტრული კარიერის დაგეგმვას
- პროგრესირებად სახელფასო სისტემას
- ჯანმრთელობის დაზღვევას
- მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად მუშაობას
📍სამუშაო ადგილი: თეთრი წყაროს რაიონი
🕒სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სთ (შესაძლებელია გრაფიკის შეთანხმებაც)
💳ანაზღაურება: განიხილება ინდივიდუალურად გამოცდილების მიხედვით
‘’ფინო • Fino’’ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!🩵
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
ფინო აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ბუღალტრის თანაშემწე.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

