კომპანია
ფინანსებიბუღალტრის თანაშემწე
გამოქვეყნდა 10 ოქტბოლო ვადა: 10 ნოე
- ანაზღაურება
- 1 000–1 200 ₾
- მისამართი
- თბილისი, ორთაჭალა
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ - 10:00-18:00 (მათ შორის 1-საათიანი შესვენება), შაბათი - 10:00-15:00
სრული აღწერა
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანაშემწის პოზიციაზე.
აუცილებელი მოთხოვნები:
- Excel-ის კარგ სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
- Word-ისა და PDF-ის ზოგადი მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
- საკომუნიკაციო საშუალებებით (WhatsApp, Gmail და სხვა) თავისუფლად მოხმარების უნარი;
- მათემატიკის ცოდნა საშუალო დონეზე - პროცენტების გამოთვლა, წილადები და ძირითადი მათემატიკური მოქმედებები;
- ბუღალტერიის ზოგადი თეორიული ცოდნა;
- პასუხისმგებლობისა და ორგანიზებულობის მაღალი დონე;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- თანამშრომლებთან, მომხმარებლებსა და მომწოდებლებთან პოზიტიური და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ახალი ინფორმაციის სწრაფად აღქმისა და ათვისების უნარი.
მოვალეობები:
- ინვოისების შექმნა და მომხმარებლებთან გაგზავნა;
- გამოწერილი ინვოისების მიხედვით ჩარიცხვების კონტროლი;
- კომპანიისთვის გამოწერილი ინვოისების და მათთან დაკავშირებული ხარჯის დოკუმენტების დაკავშირება და ორგანიზება;
- ჩარიცხვების შესახებ ინფორმაციის შესაბამისი თანამშრომლებისთვის დროულად მიწოდება;
- ბუღალტრისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მომზადება გამოწერილი და გამოსაწერი ინვოისების შესახებ;
- ინვოისების ასახვა საბუღალტრო პროგრამასა და RS-ზე;
- ფინანსური დოკუმენტაციის ორგანიზებულად წარმოება და შენახვა;
- ბუღალტრის დახმარება მიმდინარე ოპერაციებისა და დოკუმენტაციის წარმოებაში.
სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის. პოზიცია განკუთვნილია როგორც გამოცდილების მქონე, ისე დამწყები კანდიდატებისთვის. სასურველია განათლება ბუღალტერიის/ფინანსების მიმართულებით.
ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კანდიდატის მოტივაცია, პასუხისმგებლობის გრძნობა და სწავლისა და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.
რას გთავაზობთ:
- პროფესიულ განვითარებასა და პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას;
- გამოცდილი ბუღალტრის დახმარებითა და მეთვალყურეობით მუშაობის დაწყებას;
- ბუღალტერიის პრაქტიკული წარმოების, ოპერაციების დოკუმენტირებისა და საგადასახადო პროცესების შესწავლის შესაძლებლობას;
- სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- პროფესიონალურ და მეგობრულ გუნდს;
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: თბილისი, ორთაჭალა;
- ანაზღაურება: 1000-1200 ლარი, კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად;
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი - 10:00-18:00 (მათ შორის 1-საათიანი შესვენება), შაბათი - 10:00-15:00.
დასაქმება განიხილება მხოლოდ ოფისიდან.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV მითითებულ ელ. ფოსტაზე: ntereladze@outlook.com
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
