ბუღალტრის ასისტენტი
- მისამართი
- თბილისი; ალ. ყაზბეგის გამზ. 24ბ
სრული აღწერა
სს „თიბისი დაზღვევა“ მომხმარებელს სთავაზობს სადაზღვევო პროდუქტების ფართო სპექტრს, როგორც საცალო, ისე კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით.
„თიბისი დაზღვევის“ მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს: მომსახურების ხარისხი, ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა.
თუ გინდა, გაიგო მეტი ჩვენს გუნდზე, სამუშაო გარემოსა და იმ ბენეფიტებზე, რომლებსაც თანამშრომლებს ვთავაზობთ, ეწვიე ბმულს: www.tbci.ge — ბმულის გახსნა
სს „თიბისი დაზღვევა“ აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის ასისტენტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი; ალ. ყაზბეგის გამზ. 24ბ;
განაკვეთი: ორშაბათი-ხუთშაბათი, 10:00-19:00 სთ;
პარასკევი 10:00-17:00 სთ;
შენი, როგორც ლოჯისტიკის ბუღალტრის მთავარი ფუნქციები იქნება:
- პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის მიღება, შემოწმება, დამუშავება და სისტემაში ასახვა;
- ინვოისების, ზედნადებების, მიღება-ჩაბარების აქტებისა და სხვა ფინანსური დოკუმენტების აღრიცხვა;
- საბანკო გადარიცხვების დავალებების მომზადება;
- ბანკის ამონაწერების დამუშავება და შესაბამის საბუღალტრო ჩანაწერებთან შეჯერება;
- საბუღალტრო ბაზების სისტემატიზაცია და დოკუმენტაციის არქივირება;
- საგადასახადო და ფინანსური ანგარიშგებების მოსამზადებლად საჭირო ინფორმაციის შეგროვება;
- დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების მონიტორინგი;
- ბუღალტრისა და ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელის დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;
- საბუღალტრო პროგრამაში მონაცემების დროული და ზუსტი შეყვანა;
- შიდა და გარე აუდიტისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებაში დახმარება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით;
- MS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის კარგი ცოდნა;
- RS.ge-სა და საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
- ანალიტიკური აზროვნება, პასუხისმგებლიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
ვეძებთ ჩვენიანს:
- პასუხისმგებლიანს;
- ორგანიზებულს;
- ინიციატივიანს;
- განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებულს;
- საქმეზე კონცენტრირებულს
გთავაზობთ:
- საუკეთესო ჯანმრთელობის დაზღვევას;
- მენტალური ჯანმრთელობის დაფარვას;
- შვებულების 24 სამუშაო დღეს, 4 Day Off-სა და დამატებით 5 სამუშაო დღეს მენტალური შვებულებისთვის;
- მაგთის კორპორატიულ პაკეტს;
- პიროვნული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
სს „თიბისი დაზღვევა“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"თიბისი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ბუღალტრის ასისტენტი, ქალაქში - თბილისი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

