ბუღალტრის ასისტენტი
- ანაზღაურება
- 1 500–2 000 ₾
- სამუშაო გრაფიკი
- 10:00 – 19:00 (შესვენება 1 საათი)
- მისამართი
- ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის მეორე შესახვევი, 8ა
სრული აღწერა
კარიერა Countman-ის გუნდში
Countman პროგრესული, განვითარებადი და ზრდაზე ორიენტირებული კომპანიაა. ჩვენთვის თითოეული თანამშრომელი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივია, ვისთვისაც კომფორტულ, თანაბარი შესაძლებლობების მქონე და კონკურენტუნარიან გარემოს ვქმნით.
ჩვენი გუნდი საუკეთესო შესაძლებლობებს სთავაზობს მათ, ვისაც აღნიშნულ სფეროში მაღალი დონის გამოცდილების მიღება სურს, ღიაა სიახლეების მიმართ და ორიენტირებულია მუდმივ განვითარებაზე.
Countman-ში მოკლე დროში მიიღებ მრავალპროფილურ ბიზნესკომპანიებთან მუშაობის დიდ გამოცდილებას, რაც შენს კვალიფიკაციას მნიშვნელოვნად გაზრდის. თითოეული თანამშრომლის პროფესიული ზრდა პირდაპირპროპორციულად აისახება კომპანიის განვითარებაზე. ამისათვის მუდმივი სწავლა, შიდა/გარე ტრენინგები, ერთმანეთისთვის ცოდნის გაზიარება და ყოველი მომდევნო დღისთვის უკეთესად მომზადება ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია.
Countman აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის ასისტენტის პოზიციაზე.
- ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის მეორე შესახვევი , 8ა
- სამუშაო საათები: 10:00 – 19:00 (შესვენება 1 საათი)
- ანაზღაურება: 1500-2000 ლარი
ძირითადი ფუნქციები:
- პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების მომზადება, დაარქივება და კონტროლი;
- ყოველდღიური საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება და პროგრამაში ასახვა;
- საბუღალტრო პროგრამაში ბაზის მუდმივი კონტროლი;
- ყოველთვიური და წლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადების პროცესში ჩართულობა;
- სტატისტიკური ფორმების მომზადება;
- თვის/კვარტლის/წლის დახურვის პროცედურებში ჩართულობა;
- საბანკო გადარიცხვების მომზადება/გაგზავნა;
- უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა რელევანტური დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბუღალტერიის, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით (განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც);
- სასურველია ACCA-ის პირველი დონის სერტიფიკატი ან შესაბამისი ეტაპის სწავლება;
- საგადასახადო კანონმდებლობის საფუძვლების ცოდნა;
- ბუღალტრის ასისტენტის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6-თვიანი გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით MS Excel-ის კარგ დონეზე ცოდნა;
- სასურველია საბუღალტრო პროგრამა Balance-ში მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დეტალებისადმი ყურადღება და სიზუსტე;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- დროის მენეჯმენტისა და პრიორიტეტების გადანაწილების უნარი.
განაცხადის მიღების წესი:
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) 2026 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
ქაუნთმენი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ბუღალტრის ასისტენტი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

