ბუღალტერი/ოფის მენეჯერი
გამოქვეყნდა 9 ნოებოლო ვადა: 9 დეკ
- ანაზღაურება
- 1 500 ₾ / თვე
სრული აღწერა
კომპანია "კოლორესკო" San Marco - იტალიური ხარისხი საქართველოში.
"კოლორესკო" წარმოადგენს იტალიური დეკორატიული საღებავებისა და საფარების ბრენდის San Marco-ს ოფიციალურ წარმომადგენელს საქართველოში. კომპანია ორიენტირებულია ინოვაციურ გადაწყვეტილებებზე, მაღალი ხარისხის პროდუქციასა და პროფესიონალურ მომსახურებაზე.
ჩვენი გუნდი შედგება მოტივირებული და განვითარებაზე ორიენტირებული პროფესიონალებისგან, რომლებიც ქმნიან მეგობრულ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს.
ჩვენ ვაცხადებთ ვაკანსიას ბუღალტერი/ოფის მენეჯერის პოზიციაზე.
ანაზღაურება: 1, 500 ₾- თვეში + საბონუსე სისტემა
ძირითადი მოვალეობები:
- ოფისის ადმინისტრაციული საქმიანობის ორგანიზება და მხარდაჭერა;
- კომუნიკაცია პარტნიორებთან, მომწოდებლებთან და კლიენტებთან;
- ანგარიშგებების მომზადება ხელმძღვანელობისთვის;
- საბანკო და სალარო ოპერაციების მართვა, პირველადი დოკუმენტაციის დამუშავება;
- საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება და ყოველდღიური ფინანსური ოპერაციების აღრიცხვა;
- გაყიდვების, შესყიდვებისა და მარაგების აღრიცხვა;
- საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობა და მონაცემების განახლება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ან მიმდინარე განათლება ბუღალტერიაში, ფინანსებში ან ეკონომიკაში;
- ბუღალტრულ პროგრამებთან (მაგ: 1C, Oris, Fina, ან ანალოგიური) მუშაობის საბაზისო გამოცდილება;
- MS Office-ის (Excel, Word) ცოდნა;
- ენები: ქართული, ინგლისური;
- საოფისე პროგრამების ცოდნა
უნარები:
- სწრაფი სწავლის უნარი და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- კომუნიკაბელურობა და ორგანიზებულობა;
- დროის მენეჯმენტი;
- დეტალებზე ორიენტირი;
- პრობლემების ეფექტურად გადაჭრის უნარი.
უპირატესობები და სარგებელი:
- საერთაშორისო ბრენდთან მუშაობის გამოცდილება და პროფესიული განვითარება;
- მეგობრული და მხარდამჭერი სამუშაო გარემო მცირე, მოტივირებულ გუნდში;
- თანამედროვე ოფისი და კომფორტული სამუშაო პირობები თბილისის ცენტრალურ უბანში;
- პერსონალური და კარიერული ზრდის შესაძლებლობა.
საკონტაქტო ინფორმაცია: colorescogroup@gmail.com
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
