ბუღალტერი
- მისამართი
- ქ. რუსთავი, გ.მაზნიაშვილის No 4
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
სრული აღწერა
შპს "პალატი" 2022 წელს დაარსდა. კომპანიის მაღალტექნოლოგიური წარმოება პასუხობს ნებისმიერი სირთულის საინჟინრო მოთხოვნას სამშენებლო თუ ავეჯის წარმოების სფეროში. პალატის პარტნიორთა რიგებშია ამერიკისა და ევროპის წარმატებული კომპანიები, ხოლო ექსპორტი საერთაშორისო სერტიფიცირებითა და ხარისხის კონტროლით ხორციელდება. კომპანიის წარმატების მთავარი მამოძრავებელი ძალა 400-მდე პროფესიონალის ერთობლივი ძალისხმევა და საერთო ღირებულებებია.
კომპანია "პალატი" გთავაზობთ შესაძლებლობას, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს ბუღალტრის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი, გ.მაზნიაშვილის № 4
სამუშაო ფორმატი: ადგილზე (On-site)
ჩვენთან დასაქმებით გპირდებით:
- მზარდ და მუდმივად განვითარებად კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- სტაბილურ დასაქმებას და ბაზართან შესაბამის ანაზღაურებას;
- კომპანიის მიერ დაფინანსებულ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
- ყოველდღიურ კვებას, რომელსაც კომპანია უზრუნველყოფს;
- კომპანიის მიერ დაფინანსებულ, მობილურის ულიმიტო კორპორაციულ პაკეტს;
- Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას.
ძირითადი მოვალეობები: ბუღალტერიაში ფუნქციები ნაწილდება როტაციის პრინციპით: ბუღალტერი ყველა მიმართულებაზე ერთდროულად არ მუშაობს, თუმცა პერიოდულად ჩაერთვება თითოეულ მათგანში.
შესაბამისად, საჭიროა შემდეგ სფეროებში მუშაობის უნარი/მზაობა:
- პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების (ზედნადებები, ანგარიშ-ფაქტურები, მიღება-ჩაბარების აქტები) მომზადება, შემოწმება და აღრიცხვა;
- სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (ნედლეული, მასალები, მზა პროდუქცია) აღრიცხვა და ინვენტარიზაციის შედეგების საბუღალტრო ასახვა;
- საბანკო და სალარო ოპერაციები, დებიტორული და კრედიტორული დავალიანების კონტროლი;
- საექსპორტო და საიმპორტო ოპერაციების აღრიცხვა (საბაჟო დეკლარაციები, იმპორტის დღგ, საკურსო სხვაობები);
- ძირითადი საშუალებებისა და ცვეთის აღრიცხვა;
- ხელფასის, ბონუსების, კომპენსაციებისა და ბენეფიტების დაანგარიშება ტაბელისა და კომპანიის საბონუსე სისტემის შესაბამისად;
- ხელმძღვანელის დავალებით სხვა პოზიციასთან დაკავშირებული ფუნქციების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბუღალტერიის, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
- ბუღალტერიაში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება; (სასურველია საწარმოო სფეროში)
- rs.ge-სა და საბუღალტრო პროგრამასთან (ORIS, FINA ან სხვა) მუშაობის გამოცდილება;
- ხელფასის გაანგარიშებისა და საექსპორტო-საიმპორტო ოპერაციების აღრიცხვის გამოცდილება; (სასურველია)
- MS Excel-ის კარგი ცოდნა.
პიროვნული უნარები:
- ანალიტიკური აზროვნება და დეტალებისადმი ყურადღება;
- სხვადასხვა ფუნქციაზე სწრაფად გადართვისა და ადაპტაციის უნარი;
- სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზებისა და ვადების დაცვის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კონფიდენციალურობის დაცვა;
- გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- სწავლისა და პროფესიული განვითარების მოტივაცია.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: HR@palatillc.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "ბუღალტერი".
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა: 29 ნოემბერი, 2026 წ.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრება ჩატარდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ, ეწვიოთ ვებგვერდს: დამსაქმებლის გვერდის ნახვა
შენიშვნა: გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ შერჩევის პროცესის წარმოების მიზნით.
შპს "პალატი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს კანდიდატთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
