ბუღალტერი
- ანაზღაურება
- 3 000 ₾
- მისამართი
- თბილისი, ბეშენოვას ქ, #9
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- სრული განაკვეთი (ოფისიდან)
- გამოცდილება
- გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
სრული აღწერა
კურორტი თბილისში "ჯინო აკვაპარკი" უკვე 10 წელია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის აკვაპარკს სთავაზობს სტუმრებს! ადგილი, რომელიც ოთხივე სეზონზე მასპინძლობს ვიზიტორებს და მათ კმაყოფილებაზე ზრუნავს.
გახდი ჩვენი გუნდის წევრი და მეგობრულ გარემოსთან ერთად, ისარგებლეთ აკვაპარკისა და სპა ცენტრის სპეციალური ბენეფიტებით.
"ჯინო აკვაპარკი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ბუღალტერი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (ოფისიდან)
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბეშენოვას ქ, #9
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების აღრიცხვა და წარმოებაში ჩართულობა;
- პირველადი და სხვა ბუღალტრული დოკუმენტაციის გადამოწმება, სისწორის უზრუნველყოფა, ბუღალტრულ პროგრამაში ასახვა და ფიზიკური დაარქივება;
- რეალიზაციის ოპერაციების პროგრამულად ასახვაში ჩართულობა;
- მიღებული ზედნადებებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების კონტროლი და შესყიდვების პროგრამაში გატარებაში ჩართულობა;
- ხელფასების ბუღალტრული აღრიცხვაში ჩართულობა;
- საგადასახადო დეკლარაციების მომზადებაში ჩართულობა;
- საჭიროების შემთხვევაში უფროსი ბუღალტრის მიერ განსაზღვრული სხვა სახის დავალებების შესრულება, რომელიც დაკავშირებულია ბუღალტრული აღრიცხვის პროცესთან.
აუცილებელი ცოდნა & უნარები
- ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპებისა და სტანდარტების ცოდნა;
- საქართველოს საგადასახადო კოდექსი;
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება N996 გადასახადების ადმინისტრირების შესახებ;
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება N220 დაქირავებულისთვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ;
- Microsoft Office (Word, Excel );
- საბუღალტრო პროგრამაში მუშაობა ORIS 5 და ORIS 7 - სასურველია.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: hr@ginoaquapark.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საწყისი რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება
- ფიქსირებული 3000
- განათლების დონე(ები)
- ბაკალავრი, საშუალო განათლება, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები
- ქართული
- ენები
- ქართული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
