ბუღალტერი
- ანაზღაურება
- 3 200 ₾
- ქალაქი
- თბილისი
სრული აღწერა
სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის ფინანსური რესურსების მართვისა და ბუღალტრული აღრიცხვის სამმართველოს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი — ბუღალტერი.
საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის ფინანსური რესურსების მართვისა და ბუღალტრული აღრიცხვის სამმართველოს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი — ბუღალტერი.
თანამდებობრივი სარგო: 3200 ლარი (დარიცხული)
ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
ფუნქციები:
- საბუღალტრო პროგრამა "ორის ბუღალტერია 7"-ში ფინანსური და სამეურნეო ოპერაციების აღრიცხვა და შესაბამისი საბუღალტრო ჩანაწერების წარმოება;
- პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის მიღება, შემოწმება, დამუშავება, სისტემატიზაცია და საბუღალტრო პროგრამაში ასახვა;
- შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული მონაცემების დამუშავება, დარიცხვების, დაკავებებისა და შესაბამისი ვალდებულებების სისწორის კონტროლი;
- სახელფასო უწყისების მომზადება და სახელმწიფო ხაზინის ელექტრონულ სისტემაში შესაბამისი საგადახდო ოპერაციების/გადარიცხვების განხორციელება;
- საბუღალტრო პროგრამასა და სახელმწიფო ხაზინის ელექტრონულ სისტემაში ასახული მონაცემების შესაბამისობის კონტროლი და ურთიერთშედარება;
- პერიოდული საბუღალტრო და ფინანსური ინფორმაციის, ცნობების, ანგარიშებისა და სხვა შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
- სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება, სისტემატიზაცია და შენახვა დადგენილი წესის შესაბამისად;
- კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება — ეკონომიკური/ბიზნესადმინისტრირება/ფინანსები/საბანკო საქმე/ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (მათემატიკის, გამოყენებითი მათემატიკის სპეციალობები);
- საჯარო სამსახურში ან/და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საფინანსო ან/და საბუღალტრო მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
- საბუღალტრო პროგრამა "ორის ბუღალტერია 7"-ში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
- სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში მუშაობის გამოცდილება;
- შემოსავლების სამსახურის პორტალზე (rs.ge) მუშაობის გამოცდილება.
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი;
- "საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოების შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 5 მაისის №108 ბრძანება;
- "სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის N424 ბრძანება;
უნარები და კომპეტენციები:
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- ოპერატიული მართვის სტილი;
- კომუნიკაბელურობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ორგანიზებულობა;
- შედეგზე ორიენტირებულობის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარები.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: Sesa_administration@moh.gov.ge და გთხოვთ, რეზიუმეს გამოგზავნისას მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
