Globalink Logisticsბუღალტერი
გამოქვეყნდა 21 ოქტბოლო ვადა: 19 ნოე
- ანაზღაურება
- 2 500 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- ბენეფიტები
- ჯანმრთელობის დაზღვევა,ტრენინგები და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა
სრული აღწერა
შპს გლობალინკ ლოჯისტიკს აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ბუღალტერი
ლოკაცია: თბილისი, საქართველო
კომპანიის შესახებ: შპს გლობალინკ ლოჯისტიკსი არის მსხვილი საერთაშორისო სატრანსპორტო და ლოჯისტიკური კომპანია, რომელიც 20 წელზე მეტია, რაც საქართველოს ბაზარზე აქტიურად ოპერირებს. იგი მომხმარებლებს სთავაზობს მიწოდების ჯაჭვის სრულ (End-to-End) მართვასა და მულტიმოდალურ გადაზიდვებს.
ფუნქცია-მოვალეობები:
- საბანკო ოპერაციების წარმოება, (გადარიცხვების სიის მომზადება ექსელის ფაილში); (საბანკო ამონაწერების ბუღალტრულ პროგრამაში ასახვა, ბრუნვებისა და ნაშთების კონტროლი)
- სხვადასხვა დეპარტამენტებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე საოპერაციო და ადმინისტრაციული ხარჯების ბუღალტრული გატარება პროგრამაში..
- საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების მონიტორინგი, მივლინებისა და წარმომადგენლობითი ხარჯების წესების შესაბამისად აღრიცხვის უზრუნველყოფა;
- ზეგანაკვეთური სამუშაოების შესახებ მიღებული ინფრომაციის გადამოწმება და ექსელის ფაილში შეყვანა;
- კვარტალური და პერიოდული შედარება კრედიტორებთან და შესაბამისი შედარების აქტების გაფორმება.
- შესაბამისი დეპარტამენტისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ერთ-ერთი სახის პროდუქციის ჩამოწერის უზრუნველყოფა პროგრამაში.
- სხვა ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების აღრიცხვის
- უზრუნველყოფა და კონტროლი; კომპანიის შიდა პროცედურებითა და მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.
- ხელმძღვანელის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება
- თვის დახურვის და საგადასახადო დეკლარირების პროცესებში მონაწილეობის მიღება და ზემდგომი პირისგან მოთხოვნილი ინფორმაციების დამუშავება/მიწოდება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების, აუდიტის, ან მომიჯნავე პროფესიის განხრით
- საბუღალტრო პროგრამა Balance/1C-ის ცოდნა
- ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
- სასურველია ინტერნეტბანკში მუშაობის ფამოცდილება
- ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე სავალდებულოა(Advance), რუსული ენის სალაპარაკო დონეზე ფლობა ჩაითვლება უპირატესობად.
- საქართველოს საგადასახადო კოდექსის და საბუღალტრო სტანდარტების საფუძვლების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
- ACCA პირველი დონე ჩაითვლება უპირატესობად
სვხა უნარჩვევები:
- კანდიდატი უნდა იყოს მოწესრიგებული, დეტალებზე ორიენტირებული; უნდა შეეძლოს სამუშაოს შესრულების ვადების და სამსახურში გამოცხადების და დასრულების დროის მკაცრი კონტროლი;
- კოლეგიალური, გუნდური მუშაობის უნარის მქონე.
ჩვენ გთავაზობთ:
- გამოცდილების მიღებას საერთაშორისო, მზარდ და სტაბილურ კომპანიაში
- ტრენინგებისა და კურსების დაფინანსებას, ასევე შიდა სწავლებას,
- ჯანმრთელობის დაზღვევას, კორპორატიული ნომერი.
- უსაფრთხო, კომფორტულ და მეგობრულ გარემოს.
სახელფასო ანაზღაურება განისაზღვრება 2500.00 ლარის ოდენობით (შემდგომში ზრდის პერსპექტივით)
გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნით შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: tbilisi@globalinklogistics.com
სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- უფროსი რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება
- ფიქსირებული 2500
- გამოცდილება აუცილებელია
- გამოცდილება 3 წლიდან
- განათლების დონე(ები)
- ბაკალავრი, დოქტორი, მაგისტრი
- ენები
- ინგლისური,რუსული
- ენები
- ინგლისური, რუსული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
