ბუღალტერი
- სამუშაო გრაფიკი
- კვირაში 5 დღე · 10:00 - 19:00
სრული აღწერა
ILARIA არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა.
კომპანია ILARIA ეძებს “ბუღალტერს” პარტნიორი კომპანიისთვის:
სამუშაო ფორმატი: სრული განაკვეთი, on-site
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე
სამუშაო საათები: 10:00 - 19:00
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1
ვეძებთ პასუხისმგებლიან და დეტალებზე ორიენტირებულ ბუღალტერს, რომელსაც აქვს ფინანსურ სექტორში მუშაობის 2-3 წლიანი გამოცდილება და სურს პროფესიული განვითარება სწრაფად მზარდ FinTech გარემოში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
საბუღალტრო აღრიცხვა და ოპერაციების მართვა
- პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის დამუშავება, შემოწმება და აღრიცხვა;
- საბანკო ოპერაციების, გადახდებისა და ფინანსური ტრანზაქციების ასახვა საბუღალტრო პროგრამაში;
- დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების აღრიცხვა და კონტროლი;
- ბუღალტრული ანგარიშებისა და ნაშთების სიზუსტის უზრუნველყოფა;
- საბუღალტრო ოპერაციების წარმოება მოქმედი კანონმდებლობისა და შიდა პროცედურების შესაბამისად;
- საბუღალტრო პროგრამასა და RS.GE-ის პორტალზე შესაბამისი ოპერაციების განხორციელება.
ფინანსური და საგადასახადო ანგარიშგება
- პერიოდული ბუღალტრული და ფინანსური ანგარიშების მომზადება;
- საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენის პროცესში მონაწილეობა;
- საგადასახადო ვალდებულებებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის კონტროლი;
- ფინანსური და საგადასახადო მონაცემების სიზუსტის უზრუნველყოფა;
- აუდიტის პროცესში საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მომზადება.
ფინანსური კონტროლი და ანალიტიკა
- ფინანსური ოპერაციების სისწორისა და შესაბამისობის მონიტორინგი;
- ფულადი ნაკადებისა და ანგარიშებზე არსებული ნაშთების კონტროლში მონაწილეობა;
- ფინანსური მონაცემების დამუშავება და ანალიზი;
- შიდა კონტროლის მექანიზმებისა და ფინანსური პროცესების გაუმჯობესებაში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
განათლება და პროფესიული გამოცდილება
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტრული აღრიცხვის, ეკონომიკის ან მომიჯნავე მიმართულებით;
- ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის 2-3 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება;
- აუცილებელი მოთხოვნაა - ფინანსურ სექტორში მუშაობის გამოცდილება (საბანკო, საფინანსო, საგადახდო მომსახურების ან FinTech სფერო);
- საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
- ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპებისა და სტანდარტების ცოდნა;
- საბუღალტრო პროგრამებთან და RS.GE-თან მუშაობის გამოცდილება.
პროფესიული და პიროვნული უნარები
- MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- ანალიტიკური აზროვნება და ციფრებთან მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
ილარია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ბუღალტერი.

